რატომ გადაუკვალიფიცირეს 25 წლის ახალგაზრდის მკვლელობაში ბრალდებულს უმძიმესი ბრალი – უვადო პატიმრობის ნაცვლად, გიორგი კანდელაკის სასჯელი 12 წლიან პატიმრობამდე ჩამოვიდა. ოჯახს მოსამართლე გიორგი არევაძესთან კითხვები აქვს და დარწმუნებულები არიან რომ მკვლელს გავლენიანი მფარველები ჰყავს.
“შაბათის მთავარის” ექსკლუზიური კადრები – მკვლელობა თბილისის ერთ-ერთი რესტორანში 2 წლის წინ, 2022 წლის 10 აგვისტოს მოხდა. სუფრაზე დაწყებული კამათი ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა. გამოძიების მასალების მიხედვით, დაპირისპირების დროს დანა გამშველებელს, ალბანეთის მოქალაქეს ჰუსეინ ასადს გიორგი კანდელაკმა ჩაარტყა. საპირისპიროს ამტკიცებს ბრალდებულ კანდელაკის ოჯახი. ისინი პროკურატურის მოსყიდვაზე საუბრობენ.
