საყვედური სტალინის მუზეუმის დახურვის ინციატივისთვის | პოლონეთის ელჩმა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ამხილა

“საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ სცადა ჩემთვის ადგილის მიჩენა”- პოლონეთის ელჩმა ქვეყნის დიპლომატიური უწყება ამხილა. მიზეზი კი მარიუშ მაშკევიჩის ინიციატივა გახდა, რომელიც გორში, იოსებ სტალინის მუზეუმის დახურვას გულისხმობს. ირკვევა რომ პოლონეთის ელჩმა 2022 წელს გაკეთებული ამ განცხადების გამო საგარეო საქმეთა სამინისტროსგან არაოფიციალური შენიშვნა და გაფრთხილება მიიღო, თუმცა მეტი დეტალის გახმაურებისგან სოვა ნიუსთან ინტერვიუში დიპლომატმა თავი შეიკავა. რატომ იყო და არის ოცნების მთავრობისთვის საბჭოთა ტირანის მუზეუმის დახურვის შესახებ რჩევა მიუღებელი, საგარეო საქმეთა სამინისტროს გამოცდილი დიპლომატის მხილების საპასუხოდ განცხადება ამ დრომდე არ გაუკეთებია.