ტერორიზმთან კავშირში დადანაშაულებული სამი პირის აღკვეთის ღონისძიება სასამართლომ დღეს უნდა გადაწყვიტოს

ტერორიზმთან კავშირში დადანაშაულებული სამი პირის აღკვეთის ღონისძიება სასამართლომ დღეს უნდა გადაწყვიტოს. პროკურატურამ დაკავებულებს უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებისა და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების ფაქტზე ბრალი გუშინ წარუდგინა.
სუს-ის ინფორმაციით, ტერორისტულ ორგანიზაცია “ისლამურ სახელმწიფოსთან” შესაძლო კავშირში მყოფი პირები, მათ საცხოვრებელ სახლებში, მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდნენ საბრძოლო მასალას. იარაღთან ერთად, ჩხრეკის შედეგად, ასევე, ამოღებულია დროშა ტერორისტული ორგანიზაციის სიმბოლიკით. წარდგენილ ბრალს არცერთი დაკავებული არ ეთანხმება.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი კობერიძე: მშობლების მხრიდან ბავშვების წამალთან დაკავშირებული დახმარების თხოვნა, მოწყალების ძიება კი არ არის, არამედ ჩემი, შენი, მათი და ყველას მიერ გადახდილი და შექმნილი ბიუჯეტიდან დახმარების მოთხოვნაა

ალექსანდრე რაქვიაშვილი: კობახიძემ 6 თვის შემდეგ აღმოაჩინა, რომ ფასების ზრდაზე ეროვნული ბანკია პასუხისმგებელი, მაგრამ, რადგან თვითონ ეკონომიკის აზრზე არაა, ეროვნული ბანკის აფერისტებმა აშკარად დააგოიმეს…