9 სამხედროს სიკვდილის შემდეგ, თურქეთმა ერაყსა და სირიაში ქურთულ ჯგუფებზე იერიშები მიიტანა

თურქეთმა ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადებული ქურთისტანის მუშათა პარტიის (PKK) თავდასხმის პასუხად სირიის ჩრდილოეთსა და ერაყში საჰაერო იერიშები მიიტანა.
პარასკევს, 12 იანვარს ქურთული დაჯგუფებები ერაყში თურქულ ბაზას დაესხნენ თავს. ოფიციალური ცნობებით, შემთხვევას 9 თურქი სამხედრო ემსხვერპლა.
თურქეთი აცხადებს, რომ მათ ქურთული ჯგუფების 29 ობიექტზე მიიტანეს იერიში და მოკლეს 45 ტერორისტი, მათგან 36 ჩრდილოეთ ერაყში და 9 ჩრდილოეთ სირიაში.
“თურქეთი არასდროს დაუშვებს “ტერორლანდიის” შექმნას საკუთარ სამხრეთ საზღვართან არანაირი შემთხვევაში”. – ნათქვამია თურქეთის ოფიციალურ განცხადებაში.
PKK ანკარას, ვაშინგტონისა და ევროკავშირის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად არის გამოცხადებული. ამ ჯგუფთან კავშირშია YPG-იც, რომელიც ტერორისტულ დაჯგუფებად თურქეთის მიერაა გამოცხადებული, თუმცა წარსულში -ს მხარდაჭერილი სირიული დემოკრატიული ძალების ნაწილი იყო. სირიის დემოკრატიული ძალები სირიაში ისლამური სახელმწიფოს ტერორისტებს ებრძოდა.
PKK-მ თურქეთის წინააღმდეგ შეიარაღებული ამბოხება 1984 წელს დაიწყო.