პრეზიდენტმა ზელენსკიმ უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვა ოდესის მერს, ტრუხანოვს

გადაწყვეტილება პრეზიდენტმა მ 14 ოქტომბერს მიიღო უსაფრთხოების სამსახურის მიერ წარდგენილი მასალების საფუძველზე, რომელთა თანახმად, გენადი ტრუხანოვს ს მოქალაქეობაც აქვს.
უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებული თათბირის შემდეგ ზელენსკიმ სოციალურ ქსელებში დაწერა, რომ დადასტურებულია ზოგიერთი პირის რუსეთის მოქალაქეობა, ამიტომ შესაბამისი გადაწყვეტილებები მომზადდა და ბრძანება ხელმოწერილია. ზელენსკის კონკრეტული პირები არ დაუსახელებია.
მედიასაშუალებები ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით იუწყებოდნენ, რომ უკრაინის მოქალაქეობა შეუწყდათ ოდესის მერს, გენადი ტრუხანოვს, პარლამენტის ყოფილ დეპუტატს, ოლეგ ცარიოვს და ბალეტის მოცეკვავე სერგეი პოლუნინს.
ოდესის მერისთვის უკრაინის მოქალაქეობის შეწყვეტა 14 ოქტომბერს, გვიან საღამოს დაადასტურა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა. მის ტელეგრამ-არხზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, დაადგინეს, რომ გენადი ტრუხანოვი რუსეთის მოქალაქეა და ფლობს აგრესორი ქვეყნის მოქმედ, უცხოურ პასპორტს, რომელიც ს და დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების ნაწილობრივი ოკუპაციის შემდეგ, 2015 წლის 15 დეკემბერს მიიღო, ამ პასპორტის მოქმედების ვადა 10 წელია და ამ დროისთვის მოქმედ დოკუმენტად რჩება.
რაც შეეხება რუსეთის შიდა პასპორტს, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის თანახმად, ტრუხანოვის წარმომადგენლებმა განცხადებით 2017 წელს მიმართეს რუსეთის უფლებამოსილ ორგანოებს და შედეგად მოსკოვის ოლქის სასამართლომ გააუქმა შიდა პასპორტის მოქმედება, თუმცა განმარტა, რომ ამ დოკუმენტზე უარი არ იწვევს რუსეთის მოქალაქეობის ჩამორთმევას.
შესაბამისად, როგორც უკრაინის უსაფრთხოების სამსახური აცხადებს, გენადი ტრუხანოვი დღემდე რჩება აგრესორი ქვეყნის მოქალაქედ და აქვს საიდენტიფიკაციო კოდი, რომელიც ასახულია რუსეთის ფედერალური საგადასახადო სამსახურის მონაცემთა ბაზაში.
გენადი ტრუხანოვი ოდესის არჩეული მერია 2014 წლის მაისიდან. მანამდე ის უკრაინის პარლამენტის წევრი იყო პრეზიდენტ იანუკოვიჩის „რეგიონების პარტიიდან“, რომელიც 2014 წლის თებერვალში დატოვა.
უკრაინული მედიით 2014 წლიდან ვრცელდებოდა ცნობები, რომ ტრუხანოვს რუსეთის მოქალაქეობაც აქვს, რასაც ის უარყოფდა.
ამ კვირაში, 13 ოქტომბერს ში დაიწყო ხელმოწერების შეგროვება პეტიციაზე, რომლის ავტორები პრეზიდენტ ზელენსკის მიმართავდნენ, რუსეთის მოქალაქეობის გამო გენადი ტრუხანოვს უკრაინის მოქალაქეობა შეუწყვიტოს. პასუხად, ოდესის მერმა ისევ უარყო, რომ რუსეთის მოქალაქეობა აქვს და განაცხადა, რომ მის წინააღმდეგ მორიგი პროვოკაცია მზადდება.
14 ოქტომბერს, მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ გენადი ტრუხანოვს უკრაინის მოქალაქეობა შეუწყდა, მან უკრაინის საზოგადოებრივ მაუწყებელს განუცხადა, რომ ეს გადაწყვეტილება ფალსიფიკაციაა და სასამართლოში იჩივლებს.
ტრუხანოვის მტკიცებით, რუსული პასპორტების მისაღებად უკრაინიდან არ გასულა, რასაც ადასტურებს 2015-2016 წლებში საზღვრის გადაკვეთის მონაცემები. გენადი ტრუხანოვის თანახმად, პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უსაფრთხოების სამსახურს 2022 წელსაც დაავალა შემოწმება და მისთვის რუსული პასპორტები და რუსეთის მოქალაქეობა არ აღმოუჩენიათ. ტრუხანოვის განცხადებით, თუ განუკითხაობის წინააღმდეგ უკრაინის სასამართლოში შედეგს ვერ მიაღწევს, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართავს.
უკრაინის თვითმმართველობის კანონით, ქვეყნის მოქალაქეობის ჩამორთმევა უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საფუძველია.
ფორუმი