დავით ნიკურაძე: ნეტა თქვენი სიმამაცე და სიმშვიდე მომცა, შვილებს ვინც ამაღამ არ ხიზნავს. ხვალ კი არა, ამაღამ!

ჟურნალისტი დავით ნიკურაძე:
ვიდეო შემომხვდა. ვიღაც გოგო ასწავლის ხალხს, როგორ შეიძინონ იაფად გესის, ქეით სფეიდის და ქოუჩის ნივთები, ამ მაღაზიების აუთლეთებზე იაფად. ჩამოთვალა სამივე ბრენდის აუთლეთ მაღაზიის ვებ გვერდი: ქოუჩაუთლეთ დოთ ქომ და ასე შემდეგ. ბოლოში დაამატა: ამ საიტებზე დასარეგისტრირებლად მოგვწერეთო. ანუ ქოუჩაუთლეთ დოთ ქომზე სახელი და გვარი რომ ჩაწერო და უფასოდ დარეგისტრირდე, მაგისთვის მოგვწერეთო.
ვიფიქრე, კომენტარებში ამ გოგოს თრევა იქნება: “რაში აკეთებ ქალო ფულს, საიტზე უფასოდ დარეგისტრირებაში, როგორ კადრულობ” და რამე.
შევედი კომენტარებში და დამხვდა ათასობით შემდეგი კომენტარი:
მოგწერეთ!
მოგწერეეეთ!!!
მოგწერერეეეეეეეეეეეეთ!!!
მოოოოგწეეეეერეეეეეეეეეეთ!!!
მოოოოოოოოოოოგწეეეეეეეერეეეთ!!!
თითოსგან ლარი რომ აიღოს, ეს ქალი უკვე მილიონერია.
რა ვიცი, ხალხო, ივანიშვილს კი არა ზარქუას ვერ შევცვლით ასეთი შესაძლებლობებით.
გახიზეთ შვილები მაგ გაუნათლებელი ჯურღმულიდან. არავინ, არავინ იზრუნებს იმაზე, რომ ახალგაზრდა თაობის დიდი ნაწილი ტექნოლოგიურად უცოდინარი არ იყოს. ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში, სადაც სტემის გარდა აღარაფერს ირჩევს ცივილიზებული სამყაროს ახალგაზრდობა, საქართველოში საიტზე ვერ რეგისტრირდება ხალხი. თან ახალგაზრდები. მართლა ნეტა თქვენი სიმამაცე და სიმშვიდე მომცა, შვილებს ვინც ამაღამ არ ხიზნავს. ხვალ კი არა, ამაღამ!
Screenshot

ასევე დაგაინტერესებთ

თაზო დათუნაშვილი – რაც ელენე ხოშტარიას თავზე ხდება, სტალინური რეპრესიებისთვისაც კი შესაშური, აღვირახსნილი ბოროტებაა – ეს არის უბრალოდ გამწარებული ადამიანის შურისძიება პოლიტიკურ კონკურენტებზე

ევროპარლამენტის ანგარიში – საქართველოს ხელისუფლების მხრიდან უმოქმედობის გაგრძელებამ, შესაძლოა, გამოიწვიოს უვიზო რეჟიმის შეჩერება მთელი მოსახლეობისთვის, რაზეც სრული პასუხისმგებლობა „ქართულ ოცნებას“ დაეკისრება