გაჩერებული მსხვილი ენერგეტიკული პროექტები საინვესტიციო გარემოზე ნეგატიურად აისახება – აბრამიშვილი

“ქვეყანას ყველაზე მეტი რესურსი განახლებადი ენერგიების მიმართულებით გააჩნია”, – ამის შესახებ “საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე აცხადებს. გიორგი აბრამიშვილის თქმით, ქვეყანამ ახალი გენერაციები უნდა ააშენოს.
“მნიშვნელოვანია, ეს რესურსი სწორად ავითვისოთ და არათუ საკუთარ ენერგოდამოუკიდებლობას მივაღწიოთ, არამედ ექსპორტზე გავიტანოთ. დარწმუნებული ვარ, დავარწმუნებთ მოქალაქეებს, რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი რესურსების ათვისება და რომ ჩრდილოელ მეზობელზე არ ვიყოთ დამოკიდებული”, – განაცხადა გიორგი აბრამიშვილმა.