ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე: ჩვენ აქ ხალხის მხარდასაჭერად ვართ

ჩვენ ვართ აქ ხალხის მხარდასაჭერად – ეს განცხადება ეუთოს მოქმედმა თავმჯდომარემ რუსთაველი გამზირზე მისვლის შემდეგ გააკეთა.

მისი თქმით, პარლამენტის წინ ხალხი რეპრესიული მმართველობის გამო იკრიბება და პროტესტს გამოთქვამს.

მშვიდობიანი მომიტინგეები თბილისში, პარლამენტის შენობის წინ შეიკრიბნენ, რათა თავიანთი ქვეყნის რეპრესიული მმაღტველობის გამო წუხილი გამოტქვან. მათ სრული უფლება აქვთ დემოკრატიის, გამოხატვის თავისუფლებისა და ადამიანის უფლებების დაცვის.

ჩვენ აქ ხალხის მხარდასაჭერად ვართ,- განაცხადა ელინა ვალტონენიმ.

ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარე, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ელინა ვალტონენი, რუსთაველის გამზირზე მივიდა და აქციის მონაწილეებს ესაუბრა.

მან აქციის მონაწილეებისგან პირადად მოისმინა, როგორი რეპრესიების მსხვერპლნი არიან ის ახალგაზრდები, რომელბიც 300 დღეზე მეტია ქუჩაში დგანან. ესაუბრნენ და გააცნეს მათი პროტესტის მიზეზი და სამომავლო გეგმა.

მათ ასევე დეტალურად მიაწოდეს ინფორმაცია, რა ახალ შემზღუდავ კანონებს იღებს “ქართული ოცნება“.

ვალტონენს მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.

ასევე დაგაინტერესებთ

თაზო დათუნაშვილი – რაც ელენე ხოშტარიას თავზე ხდება, სტალინური რეპრესიებისთვისაც კი შესაშური, აღვირახსნილი ბოროტებაა – ეს არის უბრალოდ გამწარებული ადამიანის შურისძიება პოლიტიკურ კონკურენტებზე

ევროპარლამენტის ანგარიში – საქართველოს ხელისუფლების მხრიდან უმოქმედობის გაგრძელებამ, შესაძლოა, გამოიწვიოს უვიზო რეჟიმის შეჩერება მთელი მოსახლეობისთვის, რაზეც სრული პასუხისმგებლობა „ქართულ ოცნებას“ დაეკისრება