უკრაინისთვის Tomahawk-ების გადაცემა ბირთვულ ომს გამოიწვევს – ლუკაშენკო

ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდერ ლუკაშენკოს თქმით, უკრაინისთვის Tomahawk-ის რაკეტების გადაცემა ბირთვულ ომს გამოიწვევს.
“Tomahawk-ის რაკეტები ამ საკითხს არათუ მოაგვარებს, არამედ ბირთვული ომის ესკალაციას გამოიწვევს. დონალდ ტრამპს ეს სავარაუდოდ ყველაზე კარგად ესმის და არ ჩქარობს, ეს მომაკვდინებელი იარაღი [ს] გადასცეს და ს სიღრმეში დარტყმების მიყენების საშუალება მისცეს, რისი იმედიც პრეზიდენტ ზელენსკის აქვს” – ამბობს ლუკაშენკო.
ლუკაშენკომ დაამატა, რომ ბელარუსი მზად არის კონფლიქტის მოგვარებაში გადამწყვეტი როლი ითამაშოს.
“მჯერა, რომ ბელარუსს, როგორც რუსეთის უახლოეს მოკავშირეს, აქვს გადამწყვეტი როლი უკრაინის კრიზისის მოგვარებასა და რეგიონული უსაფრთხოების არქიტექტურის ჩამოყალიბებაში. ამერიკელებმა ჩვენ ამ პროცესში გვნახეს. ჩვენ გვაქვს კონკრეტული შესაძლებლობები და პოტენციალი. თუ ამერიკელებს სურთ უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტის მოგვარება და ხედავენ ამაში ჩვენს როლს, ჩვენ მზად ვართ მონაწილეობისთვის” – თქვა ლუკაშენკომ.
13 ოქტომბერს -ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მიანიშნა, რომ შესაძლოა უკრაინას შორი რადიუსის Tomahawk-ის რაკეტები მისცეს, თუკი რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომს არ დაამთავრებს.
“მათ [უკრაინელებს] Tomahawk-ები უნდათ, ეს ახალი ეტაპია… ამის შესახებ ვილაპარაკეთ”, განუცხადა ტრამპმა რეპორტიორებს პრეზიდენტის თვითმფრინავ Air Force One-ზე, რომელიც სკენ მიფრინავდა.
ტრამპის თქმით, შესაძლოა რუსეთთან Tomahawk-ების შესახებ ლაპარაკი მოუწიოს: “უნდათ მათ [რუსებს] მათ მიმართულებით მიმავალი Tomahawk-ები?” – იკითხა ტრამპმა რიტორიკულად: “არა მგონია.” – დაამატა მან.
“ვფიქრობ, ამის შესახებ შეიძლება რუსეთს დაველაპარაკო. ეს პრეზიდენტ ზელენსკისაც ვუთხარი, რადგან Tomahawk-ები აგრესიის ახალი ეტაპია.” – აღნიშნა აშშ-ს პრეზიდენტმა.
ტრამპის თქმით, შესაძლოა, პუტინს დაელაპარაკოს და უთხრას: “თუ ეს ომი არ მოგვარდება, მათ Tomahawk-ებს გავუგზავნი… შეიძლება გავუგზავნო… Tomahawk შესანიშნავი იარაღია. ძალზე თავდასხმითი იარაღი და, გულწრფელად, რუსეთს ეს არ სჭირდება.”