ყველას შეუძლია, გამოხატოს საკუთარი პროტესტი კანონის ფარგლებში, მაგრამ როგორც ჩვენი მოქმედი კანონმდებლობა, ისევე საერთაშორისო სტანდარტები ამბობს ერთ რამეს, რომ თუ შენ არ ხარ საკარისად წარმოდგენილი შენს პროტესტში, პატივი უნდა სცე უმრავლესობის ინტერესებს, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან.
ჩვენი კანონმდებლობა დიდი ხანია, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, აცხადებს იმას, რომ თუ ადამიანების რაოდენობა არ არის საკმარისი ქუჩის გადასაკეტად, მათ პატივი უნდა სცენ საზოგადოების სხვა წევრებს და არ უნდა გადაკეტონ ქუჩა. თუმცა ხედავთ, რომ აქამდე მოქმედებდა ჯარიმები და ეს ჯარიმები ბოლომდე ეფექტური არ იყო. შესაბამისად, შედის ცვლილებები როგორც ადმინისტრაციულ, ისე სისხლის სამართლის კანონმდებლობაში იმისათვის, რომ უდიდესმა უმცირესობამ არ იძალადოს უდიდეს უმრავლესობაზე – ეს არის დემოკრატიის პრინციპის გამოხატულება
