საქართველოს გენერალური პროკურორის მუდმივმოქმედი სათათბირო ორგანო – კარიერის მართვის, ეთიკისა და წახალისების საბჭოსთან, ერთწლიანი სტაჟირების დასრულების შემდეგ, პროკურატურის სტაჟიორების გასაუბრება მიმდინარეობს

საქართველოს გენერალური პროკურორის მუდმივმოქმედი სათათბირო ორგანო – კარიერის მართვის, ეთიკისა და წახალისების საბჭოსთან ერთწლიანი სტაჟირების დასრულების შემდეგ, პროკურატურის სტაჟიორების გასაუბრება მიმდინარეობს. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
უწყების ცნობით, საქართველოს პროკურატურაში ერთწლიანი სტაჟირების პროგრამა ორმოცდარვა სტაჟიორმა წარმატებით დაასრულა. ამ ეტაპზე საბჭოს წევრებთან ყოფილი სტაჟიორები გასაუბრებას გადიან.
„სტაჟიორები ერთი წლის მანძილზე საპროკურორო და პროკურატურის გამომძიებლის უფლებამოსილებას ახორციელებდნენ, სისტემატურად უტარდებოდათ შესაბამისი ტრენინგები და გამოცდები, ხოლო მათ საქმიანობას სტაჟირების ხელმძღვანელები და მენტორები უძღვებოდნენ.
პირები, რომლებმაც წარმატებით გაიარეს სტაჟირება და საბჭოს მიერ დადებითად შეფასდებიან, გენერალური პროკურორის გადაწყვეტილებით პროკურორის ან პროკურატურის გამომძიებლის შესაბამის ვაკანტურ თანამდებობებზე დაინიშნებიან.
დღეისთვის საქართველოს პროკურატურაში პროკურორების და პროკურატურის გამომძიებლების უმრავლესობა სტაჟირების გზით არის მიღებული, მათ შორის, ყოფილი სტაჟიორები მენეჯერულ პოზიციებს იკავებენ.
საქართველოს პროკურატურაში სტაჟირების მთავარ მიზანს ღია კონკურსის გზით საუკეთესო კადრების შერჩევა წარმოადგენს. პროკურატურის სისტემაში ახალი კადრების შერჩევის ძირითადი კრიტერიუმები კანდიდატის პროფესიული ცოდნა, უნარები და მაღალი მოტივაციაა,“ – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი კობერიძე: მშობლების მხრიდან ბავშვების წამალთან დაკავშირებული დახმარების თხოვნა, მოწყალების ძიება კი არ არის, არამედ ჩემი, შენი, მათი და ყველას მიერ გადახდილი და შექმნილი ბიუჯეტიდან დახმარების მოთხოვნაა

ალექსანდრე რაქვიაშვილი: კობახიძემ 6 თვის შემდეგ აღმოაჩინა, რომ ფასების ზრდაზე ეროვნული ბანკია პასუხისმგებელი, მაგრამ, რადგან თვითონ ეკონომიკის აზრზე არაა, ეროვნული ბანკის აფერისტებმა აშკარად დააგოიმეს…