საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლის აღნიშვნასთან დაკავშირებით სპეციალური კომისია შეიქმნა

საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლის აღნიშვნასთან დაკავშირებით სპეციალური კომისია შეიქმნა.
ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის თანამოსაყდრე, მეუფე შიომ სვეტიცხოვლობის დღესასწაულთან დაკავშირებით ჩატარებული წირვის დასრულების შემდეგ აღნიშნა.
როგორც მან თქვა, საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლის იუბილე 2026 წელს აღინიშნება.
„გილოცავთ სვეტიცხოვლობის დიდებულ დღესასწაულს. გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის ლოცვა-კურთხევას. შეგვეწიოს წმინდა საუფლო კვართისა და სვეტიცხოვლის მადლი და ძალა. წმინდა საუფლო კვართის, სვეტიცხოვლის მადლით, წმინდა მოციქულთა სწორთა მეფე მირიანის, დედოფალ ნანას მეოხებით, ლოცვით უფალმა გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა, დალოცოს საქართველო, გაამთლიანოს და გადაარჩინოს ჩვენი ერი. როგორც იცით, წლევანდელი სვეტიცხოვლობა წინ უძღვის შესანიშნავ თარიღს, მომავალ წელს, 2026 წელს, სრულდება 1700 წელი საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან. ამასთან დაკავშირებით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს -პატრიარქ ილია მეორის ლოცვა – კურთხევით შეიქმნა სპეციალური კომისია, რომელმაც უნდა მოამზადოს აღნიშვნა ამ საიუბილეო დღეებისა“, – აღნიშნა მეუფე შიომ.
ამასთან, მან სპეციალური კომისიის მიერ მომზადებული მიმართვის ტექსტი წაიკითხა, რომლითაც კომისიის წევრები ქართველ ერს მიმართავენ.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი კობერიძე: მშობლების მხრიდან ბავშვების წამალთან დაკავშირებული დახმარების თხოვნა, მოწყალების ძიება კი არ არის, არამედ ჩემი, შენი, მათი და ყველას მიერ გადახდილი და შექმნილი ბიუჯეტიდან დახმარების მოთხოვნაა

ალექსანდრე რაქვიაშვილი: კობახიძემ 6 თვის შემდეგ აღმოაჩინა, რომ ფასების ზრდაზე ეროვნული ბანკია პასუხისმგებელი, მაგრამ, რადგან თვითონ ეკონომიკის აზრზე არაა, ეროვნული ბანკის აფერისტებმა აშკარად დააგოიმეს…