ვენესუელა ნორვეგიასა და ავსტრალიაში საელჩოებს ხურავს

ვენესუელა ნორვეგიასა და ავსტრალიაში საელჩოებს ხურავს, – ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
ვენესუელის მთავრობის განცხადებით, „რესურსების სტრატეგიული გადანაწილების“ ფარგლებში კარაკასი ნორვეგიასა და ავსტრალიაში საელჩოებს დახურავს, ხოლო ახალ საელჩოებს ბურკინა-ფასოსა და ზიმბაბვეში გახსნის.
ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ვენესუელის საგარეო უწყებამ საელჩოს დახურვის შესახებ აცნობა, თუმცა ნიკოლას მადუროს მთავრობას გადაწყვეტილების მიზეზი არ დაუსახელებია.
ჯერჯერობით უცნობია, უკავშირდება თუ არა ნიკოლას მადუროს მთავრობის მიერ ოსლოში საელჩოს დახურვა ვენესუელის ოპოზიციის ლიდერისთვის ნობელის პრემიის გადაცემას.
შეგახსენებთ, გასულ კვირას, ოსლოში ნობელის კომიტეტმა მშვიდობის დარგში პრემია ვენესუელის ოპოზიციის ლიდერს, მარია კორინა მაჩადოს მიანიჭა.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ღამბაშიძე: უბრალოდ სცადეთ და მეორე ასეთი ბიზნესმენი გაიხსენეთ. შეხედეთ რა უქნეს გონიოს, რას უპირებენ ბახმაროს, რა უქნესს თბილისს, ბათუმს, ქუთაისსაც როგორ ეპარებიან ნელ-ნელა. პირადმა შეჭამა ყველაფერი საზოგადოებრივი

მაკა ბოჭორიშვილი დუბროვნიკის ფორუმზე – საქართველო ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითია, რომ პრაქტიკაში ვისაუბროთ მულტივექტორული დიპლომატიის მნიშვნელობაზე – ბრიუსელის მცდელობა კი, იზოლაციის პოლიტიკით გვიპასუხოს, სტრატეგიული შეცდომაა