საქართველოს ნაკრები თურქეთს შეხვდება – მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი ფეხბურთში

საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ჯგუფური ეტაპის მეოთხე შეხვედრას იზმითში თურქეთის ეროვნულ გუნდთან ჩაატარებს. მატჩი 22:45 საათზე დაიწყება, ხოლო პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი და პირველი არხი სპორტი შემოგთავაზებთ.
საქართველოს ნაკრები:
ვილი სანიოლის გუნდს შესარჩევ E ჯგუფში ჩატარებული 3 მატჩის შემდეგ 3 ქულა აქვს. საქართველოს ნაკრებს თურქეთთან მატჩისთვის ერთ-ერთი საკვანძო ფიგურა, ლუკა ლოჩოშვილი დაუბრუნდება, რომელმაც ესპანეთთან მატჩი ყვითელი ბარათების გამო გამოტოვა.
საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ესპანეთთან გუნდის ლიდერები ნაადრევად შეცვალა, დასვენების საშუალება მისცა და თავადაც რამდენჯერმე აღნიშნა, რომ თურქეთთან შეხვედრას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.
მატჩის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე სანიოლმა ასევე განაცხადა, რომ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელების ოცნება მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშია და მოახლოებულ შეხვედრაში ყურადღება არ უნდა მოადუნონ.
თურქეთის ნაკრები:
საქართველოს ნაკრების მეტოქე მოახლოებულ მნიშვნელოვან შეხვედრას კარგ განწყობაზე ხვდება, თურქეთმა 11 ოქტომბერს სოფიაში ბულგარეთი 6:1 დაამარცხა და ჯგუფში ბურთების ბალანსი გაიუმჯობესა.
გუნდის მთავარი მწვრთნელი, იტალიელი ვინჩენცო მონტელა აცხადებს, რომ საქართველო თურქეთისთვის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ჯგუფურ ეტაპზე უშუალო კონკურენტია.
დისკვალიფიკაციის გამო თურქეთის ეროვნულ გუნდს „ფენერბაჰჩეს“ შემტევი ირფან ჯან კაჰვეჩი ვერ დაეხმარება. ნაკრების შეკრება ასევე დატოვა ფრანგული „ლილის“ მეკარემ, ბერკე ოზერმა, ხოლო მის ნაცვლად „ბაშაკშეჰირის “ კარის დარაჯი მუჰამედ შენგეზერი გამოიძახეს.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:
მეკარეები: გიორგი მამარდაშვილი („ლივერპული“, ინგლისი), ლუკა გუგეშაშვილი (პაოკ-ი, საბერძნეთი), დავით კერესელიძე („დილა“, გორი)
მცველები: გურამ კაშია („სლოვანი“, ), ოთარ კაკაბაძე („კრაკოვია“, პოლონეთი), ლაშა დვალი („ცსკა 1948 სოფია“, ბულგარეთი), ირაკლი აზაროვი („შახტარი“, ), ლუკა ლოჩოშვილი („ნიურნბერგი“, გერმანია), გიორგი გოჩოლეიშვილი („ჰამბურგი“, გერმანია), საბა გოგლიჩიძე („უდინეზე“, იტალია), ივა გელაშვილი („პანსერაიკოსი“, საბერძნეთი)
ნახევარდაცვა/თავდასხმა: ოთარ კიტეიშვილი („შტურმი“, ავსტრია), გიორგი ქოჩორაშვილი („სპორტინგი“, პორტუგალია), ანზორ მექვაბიშვილი („კრაიოვა“, რუმინეთი), ნიკა გაგნიძე („კოლოსი“, უკრაინა), ვლადიმერ მამუჩაშვილი („ტორპედო“, ქუთაისი), ნოდარ ლომინაძე („ეშტორილი“, პორტუგალია), გიორგი წიტაიშვილი („მეცი“, საფრანგეთი), ზურიკო დავითაშვილი („სენტ-ეტიენი“, საფრანგეთი), საბა ლობჟანიძე („ატლანტა იუნაიტედი“, ), (პსჟ, საფრანგეთი), ბუდუ ზივზივაძე („ჰაიდენჰაიმი“, გერმანია), გიორგი კვერნაძე („ფროზინონე“, იტალია), გიორგი გულიაშვილი („სარაევო“, ბოსნია-ჰერცეგოვინა), გიორგი მიქაუტაძე („ვილიარეალი“, ესპანეთი)
აშშ-ში, მექსიკასა და კანადაში გასამართი 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საგზურს საკვალიფიკაციო ჯგუფში პირველ ადგილზე გასული გუნდი მიიღებს, ხოლო მეორეადგილოსანი ბრძოლას პლეი ოფში გააგრძელებს.
მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო E ჯგუფი მეოთხე ტურის წინ:

პირველი არხი