ამ ხალხს, რასაკვირველია დავაკავებდი, მაგრამ სხვა მუხლით – თამარ ჩერგოლეიშვილი 4 ოქტომბრის დამხობის მონაწილეებზე

ამ ხალხს, რასაკვირველია დავაკავებდი, მაგრამ სხვა მუხლით – 4 ოქტომბრის დამხობის მონაწილეებზე
“ფედერალისტების” ლიდერმა, თამარ ჩერგოლეიშვილმა, 4 ოქტომბრის დამხობის მონაწილეების დაკავებაზე საუბრისას განაცხადა, რომ ხელისუფლებაში ყოფნის შემთხვევაში ამ ხალხს დააკავებდა, თუმცა – სხვა მუხლით. ჩერგოლეიშვილის განმარტებით, ძალადობრივ ქმედებებში მონაწილე პირებს უფრო მსუბუქი მუხლით დააკავებდა, ვინაიდან, დამხობის სცენარი არ არსებობს და “დროშაში გაბუდნული იდიოტები ხალხს აბოლებდნენ.” “რასაკვირველია, დავაკავებდი, ოღონდ თუ დანაშაულის შემადგენლობა არ არსებობს და არ არსებობს დამხობის სცენარი, სხვა მუხლით, გაცილებით მსუბუქი მუხლით.
უნდა ჩავხედო [კანონს], უპასუხისმგებლო ხომ არ ვარ, რომ ვიდგე და ვარახუნო რაღაცები ამ ყველაფერზე, მაგრამ, სხვა მუხლი – არ ვიცი, შენობის, ჭიშკრის, სახელმწიფო ქონების დაზიანება მაგალითად ან რაღაც ასეთი და არა დამხობა, იმიტომ, რომ არ არსებობს ხალხო დამხობა, არ არსებობს. სრული აფერა იყო. დროშაში “გაბუდნული” იდიოტები, სრული იდიოტები, დადიოდნენ და ხალხს “აბოლებდნენ”. თან მთავარი პრობლემა რა იყო? – მე “მკიდია” მაგათი წნეხი, მაგრამ, რას აკეთებდნენ იცი? კითხვის დასმას კრძალავდნენ, ანუ “ქოცად” გნათლავდნენ და მერე, ფეისბუქ ტროლ-ბოტობა რომ ჰყავთ, ერთი კაცი რომ შვიდ პროფილთან ზის და ხალხს აბულინგებს, სიმრავლის განცდა რომ იყოს – სად იყო იქ ხალხი, ს, ირაკლი ნადირაძეს როლ აკავებდნენ?!
ელენე ხოშტარია რომ გაემიჯნა, რომელიც პირველი იყო, ვინც ამბავი ატეხა, პრინციპში, პირველი ბოკუჩავა იყო, მერე იყო ელენე – უბრალოდ, ნახეთ ელენეს 30 ივლისის პოსტი, ბანდერლოგები შეესივნენ ჩვეულებრივად, არ ვიცი, რამდენი კომენტარია და სრულიად დელიკატურად დაწერილ პოსტზე რა ქნეს. და ეს აფერისტები გეტყვიან, შენ მლანძღავ, უხეშად მელაპარაკები და ვერ ვიგებ. ელენე ხომ გფხანდათ ფაშვს,”- განაცხადა ჩერგოლეიშვილმა გადაცემაში “ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალი სივრცე”.

ასევე დაგაინტერესებთ

იქ ვინც იყო, ყველა იყო ძალადობის თანამონაწილე, გინდა დროშას აფრიალებდე, გინდა – ისე იდგე, როდესაც ძალადობას ამაგრებ ფიზიკურად, შენ ხარ ძალადობის თანამონაწილე და სამართლებრივად აბსოლუტურად ლოგიკურია ის, რომ ერთი მუხლი ვრცელდება ყველა დამნაშავეზე

როცა გინდა ძალადობა, შენთვის მნიშვნელობა არ აქვს, სპეცრაზმი შიგნით არის თუ გარეთ, ჩვენი ტაქტიკა იყო მაქსიმალურად ეფექტიანი, რამაც უზრუნველყო ის, რომ წარმატებით ჩავარდა დამხობის მცდელობა

4 ოქტომბრის ტაქტიკა იყო ასეთი, ჩვენ გადავწყვიტეთ ყველა შენობის შიგნით სპეცრაზმის მობილიზება და არა გარე პერიმეტრზე, როგორც კი გადავიდნენ ძალადობაზე აქციის მონაწილეები, მაშინვე ჩაერთო ჯერ სახელმწიფო დაცვის სპეცსამსახური და შემდეგ უკვე სპეცრაზმი