ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მოწოდება თეირანთან სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის შესახებ შეუსაბამოა იმ ქმედებებთან, რასაც ვაშინგტონი ირანის მიმართ ახორციელებს.
„აშშ-ის პრეზიდენტის მიერ გამოთქმული მშვიდობისა და დიალოგის სურვილი ეწინააღმდეგება შეერთებული შტატების მტრულ და დანაშაულებრივ ქცევას ირანელი ხალხის მიმართ“, – ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
შეგახსენებთ, გუშინ ისრაელის ქნესეთში სიტყვით გამოსვლისას ტრამპმა განაცხადა, რომ ირანთან სამშვიდობო შეთანხმების დადება სურს. „შესანიშნავი იქნებოდა, თუ შეთანხმების დადებას შევძლებდით“, – აღნიშნა ტრამპმა.
