აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი – შესაძლოა, მთავრობის „შათდაუნი“ აშშ-ის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი იყოს

შესაძლოა, მთავრობის „შათდაუნი“ -ის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი იყოს, – ამის შესახებ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, მაიკ ჯონსონმა განაცხადა.
„ჩვენ ამერიკის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი „შათდაუნისკენ“ მივექანებით“, – განაცხადა მაიკ ჯონსონმა.
მისი თქმით, „დემოკრატებთან“ მოლაპარაკებებს არ დაიწყებს, ვიდრე ისინი დაფინანსების კანონპროექტში ჯანდაცვის საკითხებთან დაკავშირებულ მოთხოვნებზე უარს არ იტყვიან.
შეგახსენებთ, აშშ-ში მთავრობის დახურვა, ე.წ. „შათდაუნი“ 1-ელ ოქტომბერს მას შემდეგ დაიწყო, რაც კონგრესში „რესპუბლიკელები“ და „დემოკრატები“ მომავალი ფისკალური წლისთვის დაფინანსების ახალ გეგმაზე ვერ შეთანხმდნენ. „დემოკრატებს” სურთ, რომ ნებისმიერი რეზოლუცია ჯანდაცვის საკითხს ეხებოდეს, ხოლო რესპუბლიკელები „სუფთა“ კანონმდებლობას ითხოვენ, რომელიც მხოლოდ ფედერალურ ბიუჯეტს ეხება. „შათდაუნის“ ფონზე, გასულ კვირას ს ადმინისტრაციამ ფედერალური მუშაკების გათავისუფლება დაიწყო.
აშშ-ის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი „შათდაუნი“ დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის პირველი ვადის დროს, 2018 წლის ბოლოს დაიწყო და 35 დღის განმავლობაში გაგრძელდა.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – სალომე ზურაბიშვილს, როგორც უცხოელ აქტივს საქართველოში, საძაგელი ტყუილების გასავრცელებლად იყენებენ – ის ამას თავისით არ აკეთებს, უნდა ამოვიკითხოთ გეგმა, რომლითაც საქართველოს ამოყირავებას ცდილობენ

ირაკლი კობახიძე – 4 ოქტომბრის მოვლენებზე მორალური პასუხისმგებლობა ეკისრებათ მათ, ვინც აქციაზე იყო მისული, სამართლებრივი პასუხისმგებლობა კი გავრცელდება იმ ადამიანებზე, რომლებიც ძალადობაში იყვნენ ჩართული

შალვა პაპუაშვილი – 5-7 ათასმა ადამიანმა ტაში დაუკრა ქვეყნის გადატრიალებას, შემდეგ განაცხადეს, ჩავიბაროთ სასახლის გასაღებიო, ახლა ტირიან, რატომ არ იყო დანაღმული ტერიტორია და ღობეში დენი გატარებული

გიორგი შარაშიძე – ვინ მისცა „ოცნებას“ ძალადობრივი კანონების მიღების საბაბი?! – ეს კანონპროექტები არის 4 ოქტომბრის სპეცოპერაციის და უპასუხისმგებლო პოლიტიკოსების საქმიანობის შედეგი – შეიძლება ამდენი ე.წ. საჩუქარი გაუკეთო „ოცნებას“?!