ჩერგოლეიშვილი სასაცილოა. ყველა რომ ჩაირეცხოს და ეს დარჩეს ოპოზიციაში, თავი აქვს მოსაკლავი საქართველოს

პარტია “კანონი და სამართლის” ლიდერი თაკო ჩარკვიანი გადაცემაში “ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალი სივრცე” “ფედერალისტების” ერთ-ერთი ლიდერის თამარ ჩერგოლეიშვილის განცხადებას გამოეხმაურა ოპოზიციის ჩარეცხვასთან დაკავშირებით.
როგორც ჩარკვიანმა აღნიშნა, ჩერგოლეიშვილი რას იტყვის, სასაცილოა.
“თამარ ჩერგოლეიშვილი რას ამბობს, სასაცილოა. ჩაირეცხოს ოპოზიციაო და წარმოიდგინეთ, ყველა რომ ჩაირეცხოს, ოპოზიციის ყველა სპექტრს ვგულისხმობ და ეს რომ დარჩეს, მაშინ, თავი აქვს მოსაკლავი საქართველოს. რატომ?- მისი განცხადებებიდან გამომდინარე. ბევრი წელი დახარჯა საქართველომ ამ ცოლ-ქმარზე და იმიტომ ვართ ამ დღეში”- განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით ჩიხელიძე მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის საქმეზე: საინტერესოა ხომ არ იქცნენ ისინი ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების მარიონეტებად და ხომ არ გამოიყენება კონკრეტული ადამიანის ისტორია პოლიტიკური მიზნებისთვის?

სანდრო ბარამიძე მსჯავრდებულ გიორგი დავითაძეზე: რა ჩაიდინა ასეთი? დაჭრა ადამიანი, მაგრამ სად დაჭრა, როგორ და რამდენად საშიში იყო მის მიერ მიყენებული ჯანმრთელობის დაზიანება, 17 წლით რომ გაამწესეს ციხეში?