გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, იოჰან ვადეფული აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს მოუწოდებს, გააძლიეროს ზეწოლა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინზე, რათა უკრაინაში მიმდინარე ომი დასრულდეს.
„დონალდ ტრამპმა გადამწყვეტი წვლილი შეიტანა ღაზას სექტორთან დაკავშირებით შეთანხმების მიღწევაში. გერმანია მოუწოდებს მას, გააგრძელოს ძალისხმევა რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებების მისაღწევად“, – განაცხადა ვადეფულმა ბულგარელ კოლეგასთან, გეორგ გეორგიევთან შეხვედრის დროს.
მისი თქმით, ბერლინი დიდ იმედს ამყარებს აშშ-ის ადმინისტრაციაზე, რადგან პრეზიდენტმა ტრამპმა დამაჯერებლად აჩვენა ინტერესი მთელ მსოფლიოში სამშვიდობო შეთანხმებების მიღწევის მიმართ.
„ყველა ღონის გამოყენება უნდა მოხდეს უკრაინაში ახალი ნაბიჯის გადასადგმელად, სანამ იქ საომარი მოქმედებები კვლავ უფრო ფართო მასშტაბით არ გაჩაღდება“, – აღნიშნა გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.
