ყოველი სატელევიზიო გამოსვლის შემდეგ არ ვაპირებ მამა ანდრიასთან სიარულს – დოროთე ყურაშვილი

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე აცხადებს, რომ არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი მის გამონათქვამებთან დაკავშირებით ეპარქიის კომისიაზეა დაბარებული.
დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ არქიმანდრიტის კომისიაზე დაბარება გუშინ, 12 ოქტომებრს, „იმედის“ ეთერში დაანონსა, დღეს კი ამის შესახებ Facebook-ზე დაწერა.
„12 ოქტომბერს გასულ ინტერვიუში, არქიმანრდიტ დოროთეს გამონათქვამებთან დაკავშირებით მოსალოდნელ კომისიაზე ვისაუბრე. დღეს მისგან ვერ მივიღეთ დასტური, ხუთშაბათს დანიშნულ, კომისიაზე გამოცხადების შესახებ. ცნობისათვის, საპატიო მიზეზის გარეშე, ეპარქიის კომისიაზე გამოცხადებაზე უარის თქმა, არის დისციპლინარული გადაცდომა“, – წერს დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე.
არქიმანდრიტ დოროთე ყურაშვილის თქმით, მისთვის უცნობია, კონკრეტულად რომელ გამონათქვამებზე აქვთ პრეტენზია. ამასთან, არქიმანდრიტი ხაზს უსვამს, რომ დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძეს მისი კომისიაზე დაბარების უფლება არ აქვს.
„მე ვფიქრობ, მამა ანდრია თვითონ არის სინოდზე დასაბარებელი. მე ვუთხარი, რომ მე მოვდივარ სინოდზე. თუ მე სინოდზე არ დამიბარებენ და ამ საკითხს არ განიხილავენ, მე იძულებული ვიქნები მივმართო მსოფლიო პატრიარქს და გავაცნო საქართველოში ეს უმსგავსობა, რაც არის მეუფე სტეფანეს მწვალებლური ქადაგება, რომელიც ზიარებას შეეხება.
მე ყოველი სატელევიზიო გამოსვლის შემდეგ არ ვაპირებ მამა ანდრიასთან სიარულს. თან მითხრეს, რომ კომისია გიბარებსო, მაგრამ არ მითხრეს ვინ არის ეს კომისია, არც მეუფე შიოს სახელი უთქვამს, არც მეუფე ანდრიას სახელი უთქვამს და არცერთი მეუფის სახელი. კომისიაში თუ არის მამა ანდრია ჯაღმაიძე და მამა მიქალე ბოტკოველი, ეს არ ნიშნავს, რომ მათ შეუძლიათ ჩემი დაბარება. კომისიის სახელით კი არ უნდა დამიბარონ, იმ ეპისკოპოსის სახელით უნდა დამიბარონ, რომელიც ხელმძღვანელობს ამ კომისიას. ჩემი დაბარება შეუძლია მხოლოდ ეპისკოპოსს და თან მეუფე შიოს თუ კომისიის უფროსად იქნება მეუფე ანდრია, მასაც შეუძლია, მაგრამ არა დეკანოზ მიქაელ ბოტკოველს და დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძეს. სტატუსებს ისინი დიდი ხანია პატივს არ სცემენ, მაგრამ მე არ დავუშვებ, რომ არქიმანდრიტი დეკანოზებმა არბენინონ აქეთ-იქით“, – განუცხადა ნეტგაზეთს არქიმანდრიტმა დოროთე ყურაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ლალი მოროშკინა: რაო? პირადად ბიძინა ივანიშვილს და “ოცენებას” ჰააგაში გასამართლებით ემუქრებით? მეტის ღირსი ვართ, რომ 2012წელს უკანალში შერჭობილი თავები ამოგაყოფინეთ!!! ასე იცის ზედმეტმა დემოკრატიამ!!!

საბა ბუაძე – „ქართული ოცნება“ ეუთოს მისიას ყელმოღერებით პრეტენზიებს რომ უცხადებს, თავად რა გააკეთეს ფაქტების გამოკვლევისთვის და დამნაშავეების დასჯისთვის? – გამოიძიეს ვინ იყვნენ პირუტყვები, რომლებმაც ახალგაზრდებს სისხლიანი დღეები მოუწყვეს?