ირაკლი კირცხალია – საგამოძიებო კომისიის დასკვნის საფუძველზე მომზადებული სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში უახლოეს მომავალში შევა

პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნის საფუძველზე მომზადებული სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში უახლოეს მომავალში შევა
ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ უმრავლესობის სხდომის შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.
ირაკლი კირცხალიას განცხადებით, საგამოძიებო კომისიის დასკვნის საფუძველზე მომზადებული სარჩელის ტექსტზე მუშაობა თითქმის უკვე დასრულებულია.
„დავაანონსეთ და დავპირდით საზოგადოებას, რომ საგამოძიებო კომისიის დასკვნის საფუძველზე მომზადდებოდა სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოსთვის, პირდაპირ ეთერში ექნებოდა საზოგადოებას საშუალება რომ ედევნებინა თვალი უკვე იმ პროცესისთვის, რომელიც წარიმართება საკონსტიტუციო სასამართლოში. მინდა გითხრათ, რომ სარჩელის ტექსტზე მუშაობა თითქმის უკვე დასრულებულია და უახლოეს მომავალში სარჩელი შევა საკონსტიტუციო სასამართლოში”, – განაცხადა კირცხალიამ.

ასევე დაგაინტერესებთ

საბა ბუაძე – „ქართული ოცნება“ ეუთოს მისიას ყელმოღერებით პრეტენზიებს რომ უცხადებს, თავად რა გააკეთეს ფაქტების გამოკვლევისთვის და დამნაშავეების დასჯისთვის? – გამოიძიეს ვინ იყვნენ პირუტყვები, რომლებმაც ახალგაზრდებს სისხლიანი დღეები მოუწყვეს?