დიდი რეჟისორი ლანა ღოღობერიძე 97 წლის გახდა

დღეს ცნო­ბი­ლი რე­ჟი­სო­რი და სცე­ნა­რის­ტი ლანა ღო­ღო­ბე­რი­ძე იუ­ბი­ლა­რია – ის 97 წლის გახ­და. საბ­ჭო­თა კავ­ში­რის მიერ რეპ­რე­სი­რე­ბუ­ლი რე­ვო­ლუ­ცი­ო­ნე­რე­ბის ოჯახ­ში და­ბა­დე­ბუ­ლი ლანა ღო­ღო­ბე­რი­ძე ხე­ლოვ­ნე­ბით ბავ­შვო­ბი­დან და­ინ­ტე­რეს­და.. თავ­და­პირ­ვე­ლად ლი­ტე­რა­ტუ­რამ და პო­ე­ზი­ამ გა­ი­ტა­ცა – თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ფი­ლო­ლო­გი­ას სწავ­ლობ­და და ამე­რი­კელ პოეტ უოლტ უიტ­მენ­ზე დი­სერ­ტა­ცი­აც და­იც­ვა.

თუმ­ცა ქალ­ბა­ტონ­მა ლა­ნამ სა­ბო­ლო­ოდ მა­ინც კი­ნოს მიჰ­ყო ხელი, დე­დის საქ­მე გა­აგ­რძე­ლა, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლო­ში პირ­ველ რე­ჟი­სორ ქა­ლად მი­იჩ­ნე­ვა. მან მოს­კო­ვის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, კი­ნე­მა­ტოგ­რა­ფი­ის ფა­კულ­ტეტ­ზე ჩა­ა­ბა­რა.

ლანა ღო­ღო­ბე­რი­ძემ თა­ვი­სი შე­მოქ­მე­დე­ბით სა­ერ­თა­შო­რი­სო აღი­ა­რე­ბა მო­ი­პო­ვა. მისი ფილ­მი “დღეს ღამე უთე­ნე­ბია“ პალ­მის რტოს ნო­მი­ნან­ტთა სი­ა­შიც კი მოხ­ვდა. ის ქალი რე­ჟი­სო­რე­ბის მსოფ­ლიო ასო­ცი­ა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტიც კი იყო. ქალ­ბა­ტო­ნი ლანა მი­იჩ­ნე­ვა საბ­ჭო­თა კი­ნოს იმ წარ­მო­მად­გენ­ლად, რო­მელ­საც სხვა იმ­დრო­ინ­დე­ლი ქარ­თვე­ლი რე­ჟი­სო­რე­ბის მსგავ­სად (იო­სე­ლი­ა­ნი, აბუ­ლა­ძე და ა.შ) სუბ­ვერ­სი­უ­ლი მიდ­გო­მა ჰქონ­და. ე.ი ისეთ ფილ­მებს ქმნი­და, რო­მე­ლიც არ ერ­გე­ბო­და საბ­ჭო­ურ კი­ნოს სტან­დარ­ტებს, თუმ­ცა ისე ახერ­ხებ­და ამას, რომ მისი ფილ­მე­ბი ცენ­ზუ­რის ქვეშ არ მოხ­ვედ­რი­ლიყ­ვნენ.

რე­ჟი­სო­რი ცნო­ბი­ლია ისე­თი ფილ­მე­ბით, რო­გო­რე­ბი­ცაა: “მე ვხე­დავ მზეს“, “ფე­რის­ცვა­ლე­ბა“, “როცა აყ­ვავ­და ნუში“ და “დღეს ღამე უთე­ნე­ბია“ , მაგ­რამ ღო­ღო­ბე­რი­ძის ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რულ ფილ­მად მა­ინც “ინ­ტერ­ვიუ პი­რად სა­კი­თხებ­ზე“ რჩე­ბა. ამის რამ­დე­ნი­მე მი­ზე­ზი არ­სე­ბობს.

1978 წლის ფილ­მი, ზა­ი­რა არ­სე­ნიშ­ვი­ლი­სა და ერ­ლომ ახვლე­დი­ა­ნის სცე­ნა­რის­ტო­ბით, გია ყან­ჩე­ლის მუ­სი­კით, ქარ­თუ­ლი კი­ნოს კულ­ტით, სოფი­კო ჭი­ა­უ­რე­ლით და ახალ­გაზ­რდა ჟან­რი ლო­ლაშ­ვი­ლით ქარ­თველ მა­ყუ­რე­ბელს გან­სა­კუთ­რე­ბით და­ა­მახ­სოვ­რდა. ის შე­ე­ხე­ბა სა­კითხს, რაც იმ პე­რი­ოდ­ში არა­სო­დეს იყო გან­ხილ­ვის სა­გა­ნი, იმ ქალ­თა ცხოვ­რე­ბის სირ­თუ­ლეს, რომ­ლებ­საც უწევთ პრო­ფე­სი­უ­ლი და პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის შე­თავ­სე­ბა. იმ დრო­ში, როცა ჯერ კი­დევ მი­იჩ­ნე­ო­და, რომ ქალ­თა უმ­თავ­რე­სი და ერ­თა­დერ­თი მი­ზა­ნი ოჯა­ხი და ბავ­შვე­ბის აღ­ზრდა იყო, ლანა ღო­ღო­ბე­რი­ძე იღებს ამ ფილ­მს, რო­მელ­მაც აშ­კა­რად მი­იქ­ცია ხალ­ხის ყუ­რა­დღე­ბა და სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში რე­ზო­ნან­სი გა­მო­იწ­ვია.

ქალ­ბა­ტონ ლა­ნას სხვა ფილ­მი რომც არ გა­და­ე­ღო, მა­ინც მოხ­ვდე­ბო­და “ქარ­თუ­ლი კი­ნოს დი­დე­ბის დარ­ბაზ­ში“… ლანა ღო­ღო­ბე­რი­ძე მე­ო­ცე სა­უ­კუ­ნის იმ ქალი რე­ჟი­სო­რე­ბის (ანი­ეს ვარ­და, შან­ტალ აკერ­მა­ნი და ა.შ) რი­გებ­შია, რომ­ლებ­მაც ევ­რო­პა­ში მძვინ­ვა­რე ფე­მი­ნის­ტურ მოძ­რა­ო­ბა­ში უდი­დე­სი წვლი­ლი შე­ი­ტა­ნეს.

კინო, პო­ე­ზია, თარ­გმა­ნი, მხატ­ვრო­ბა, პო­ლი­ტი­კა და კი­დევ ბევ­რი სა­ინ­ტე­რე­სო მი­მარ­თუ­ლე­ბა შე­იძ­ლე­ბა გა­მოვ­ყოთ ლანა ღო­ღო­ბე­რი­ძის მოღ­ვა­წე­ო­ბა­ში, მაგ­რამ რო­გორც თვი­თონ ამ­ბობს “კინო არ არის პრო­ფე­სია, ეს ცხოვ­რე­ბის წე­სია და ამ ცხოვ­რე­ბით ვი­ცხოვ­რე”.