„ეს მთიან რეგიონებში ბიზნესების ხელშეწყობაზეა გათვლილი“ – რა მხარდაჭერას მიიღებს „აწარმოე საქართველოსგან“ ეკო ტურისტული ბიზნესი?

სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ ბიზნესის მხარდამჭერი პროგრამის ბენეფიციართა წრე გაფართოვდა. მთავრობის გადაწყვეტილებით, ბიზნეს უნივერსალის პროგრამას აგროტურისტული და ეკოტურისტული ინდუსტრიების მიმართულება დაემატა. პროგრამით სარგებლობა შეუძლია ყველა მეწარმეს, გარდა მათი, ვინც თბილისისა და ბათუმში ცხოვრობს.
დაფინანსების მისაღებად პროგრამაში ჩართვა შეუძლია აგროტურიზმში ჩართულ იმ მეწარმეს, რომელსაც რეგიონისთვის სახასიათო არქიტექტურის 10 ნომრამდე განთავსება გააჩნია. ასევე პროგრამა ფარავს შენობა-ნაგებობებს, რომელიც განთავსების ობიექტად არის განკუთვნილი. „ბიზნეს უნივერსალი“ მოიცავს ასევე ტრადიციული რეწვის სახელოსნოებს , არანაკლებ 10 ადამიანზე გათვლილი საჩვენებელი სივრცით.
სესხის და ლიზინგის ფარგლებში სააგენტო ბენეფიციარებს სესხის პროცენტს დაუსუბსიდირებს რეფინანსირების განაკვეთს გამოკლებული 5%, ხოლო ლიზინგის შემთხვევაში მინუს 3%-ის ოდენობით, ამასთან სესხის შემთხვევაში სააგენტო სესხის არაუმეტეს 80%-ის ფარგლებში ბიზნესს გარანტორად დაუდგება. სესხისა თუ ლიზინგის მინიმალური მოცულობა 50 000 ლარს, ხოლო მაქსიმალური 10 მლნ ლარს შეადგენს.

ასევე დაგაინტერესებთ