მოკლედ
· სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს პრესრელიზს საქართველოს სამი მოქალაქის დაკავების შესახებ, რომლებიც გამოძიების ვერსიით, ტერორისტულ ორგანიზაცია “ისლამურ სახელმწიფოსთან” არიან დაკავშირებული.
· გამოძიების ვერსიით, დაკავებულებმა ჩამოაყალიბეს ტერორისტულ იდეოლოგიაზე ე.წ. თექბირისტების ჯამაათი და ცდილობდნენ ISIS-ის გავლენიან ლიდერების საქართველოში შემოყვანას და მათი ლიდერობით აქ პლაცდარმის მოწყობას, რაც საშუალებას მისცემდათ საქართველო ტერორისტებისთვის ტრანზიტულ სივრცედ გამოეყენებინათ.
· დაკავების ოპერაცია აჭარაში ჩატარდა.
· დაკავებულებს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 17 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
“დღეს დილით, გამთენიისას ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად
ამოღებულია ტერორისტული სიმბოლიკის ამსახველი ნივთები, ასაფეთქებელი
ნივთიერებები, დიდი რაოდენობით საბრძოლო მასალა და ცეცხლსასროლი იარაღები,
სამხედრო აღჭურვილობა, მობილური ტელეფონები და სხვა სახის ელექტრონული
ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობები, განსაკუთრებით დიდი ოდენობით
სხვადასხვა ვალუტის ფულადი თანხა და გამოძიებისათვის მნიშვნელოვანი სხვა
მტკიცებულებები”- ნათქვამია სუს-ის მიერ 13 ოქტომბერს გავრცელებულ პრესრელიზში.
დაკავებულთა ასაკი და სხვა პირადი მონაცემები გამოძიებას არ გაუვრცელებია. არც ის, რა დროიდან არიან დაკავებულები ტეროტისტულ ორგანიზაციასთან დაკავშირებული.
ფორუმი