ამერიკელი, კანადელი, იტალიელი და შვედი ჟურნალისტები საქართველოს გასტრო ტურისტულ პოტენციალს ეცნობიან

ამერიკელი, კანადელი, იტალიელი და შვედი ჟურნალისტები საქართველოს გასტრო ტურისტულ პოტენციალს ეცნობიან
საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია იტალიიდან, შვედეთიდან, ამერიკის შეერთებული შტატებიდან და კანადიდან ჟურანლისტებსა ბლოგერებს მასპინძლობს.
მოგზაურობის, კულინარიისა და ღვინის თემაზე მომუშავე მედიის წარმომადგენლები საქართველოში სხვადასხვა ტურისტული ადგილების მონახულების შემდეგ კახეთში, გურჯაანში, „ღვინის ფესტივალს“ დაესწრნენ.
უცხოური მედიის წარმომადგენლები გაეცნენ ქართული ღვინის ტრადიციებსა და კულტურას, დააგემოვნეს ღვინო და კერძები.
ჟურნალისტები და ინფლუენსერები საქართველოს ტურისტული მიმართულების, კულტურის, ღვინის, კულინარიისა და „გურჯანიის ფესტივალის“ შესახებ სტატიებსა და ბლოგებს მოამზადებენ, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნის ცნობადობის ზრდას და ტურისტული ნაკადების მოზიდვას სხვადასხვა ქვეყნებიდან.
” საქართველოში საოცარი ხალხი და უგემრიელესი სამზარეულოა. ქართული ღვინო კი მსოფლიოს ყველა სხვა ღვინოებისგან გამორჩეულია. მოხარული ვარ ამ ფესტივალზე ყოფნით, ვფიქრობ ყველა ადამიანი უნდა ესტუმროს საქართველოს”- აცხადებს ალექსა ფერა ღვინის ბლოგერი ამერიკის შეერთებული შტატებიდან.
” ამ ულამაზეს ქვეყანას დიდი ისტორია გააჩნია, საქართველოში პირველად არ ვარ, საოცარი მოგონებები დამიგროვდა შარშან. ღვინის სამყაროში საქართველოს უნდა ვუმადლოდეთ, რადგან ღვინო სწორედ აქ დაიბადა 8000 წლის წინ. ბედნიერი ვარ ამ ფესტივალში მონაწილეობით, დაუვიწყარი შთაბეჭდილებებით აღვივსე.”- ამბობს ანდრეა დიგროსი სომელიე იტალიიდან.
“ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ყოველწლიურად მხარს უჭერს. ახლაც, ჩვენ ჩამოყვანილი გვყავს საერთაშორისო მედია, ევროპიდან ასევე ამერიკიდან. ისინი გააშუქებენ როგორც ევროპულ, ისე ამერიკულ მედიაში, ღვინის შესახებ საქართველოს ისტორიას. ის ,რომ ღვინო საქართველოში დაიბადა და ის ,რომ ასეთი განსაკუთრებული ფესტივალი ყოველწლიურად გურჯაანში ტარდება – აცხადებს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანეილი მაია ომიაძე.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კირცხალია TBC ბანკის ოპოზიციონერ აქტივისტ ნანა დიხამინჯიასთან თანამშრომლობაზე: როდესაც საუბარია ამხელა ბანკზე, ის მინიმუმ ვალდებულია გამოეხმაუროს ამ რადიკალის მიერ მისი პლატფორმის გამოყენებას. ქალბატონის, რომელსაც სძულს ყველა და ყველაფერი

დასავლეთმა არაერთხელ უარყო რუსეთთან მშვიდობა – საფრანგეთმა, ბრიტანეთმა და გერმანიამ დამღუპველი თამაში ისევ წამოიწყეს, რაც ღრმად საფრთხის შემცველია ევროპისთვის, პირველ რიგში იმიტომ, რომ ისინი კიდევ ერთ ომში შედიან

შალვა პაპუაშვილი “თიბისი ბანკის” ოპოზიციონერ აქტივისტ ნანა დიხამინჯიასთან თანამშრომლობაზე: ნაკლებად სასურველია, როდესაც ბიზნესთან ხდება სიძულვილის ენის მატარებელი, სიძულვილის განმასახიარებელი ადამიანების გაიგივება – ასეთი მოვლენები, ზოგადად, ძალიან მძიმეა