კოლუმბიაში მეწყერი ჩამოწვა | დაღუპულია 18 და დაშავებულია 30-მდე ადამიანი

კოლუმბიაში მეწყერი ჩამოწვა, რის შედეგადაც სულ მცირე 18 ადამიანი დაიღუპა და 30-მდე კი დაშავდა. მეწყერმა დაფარა ქალაქების, მედელინისა და კუბდოს დამაკავშირებელი გზატკეცილი.
მედიის ინფორმაციით, მიმდინარეობს სამძებრო-სამაშველო სამუშაოები. ვარაუდობენ, რომ რამდენიმე ადამიანი მიწის მასის ქვეშაა მოყოლილი, თუმცა ძლიერი წვიმა სამუშაოებს აფერხებს.

.fb-background-color { background: #ffffff !important; } .fb_iframe_widget_fluid_desktop iframe { width: 800px !important; }