სგპ ,,ყაზბეგის“ მებაჟე ოფიცრებმა 3 კილოგრამზე მეტი არადეკლარირებული ოქროს შემოტანის ფაქტი აღკვეთეს – შემოსავლების სამსახური

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტში – ,,ყაზბეგი“ მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, უცხო ქვეყნის 2 მოქალაქის, როგორც კუთვნილი ავტომობილის, ასევე ფიზიკური და ბარგის დეტალური დათვალიერების შედეგად, დიდი ოდენობით, არადეკლარირებული ოქროს შენადნობები, საერთო წონით – 3 კილოგრამზე მეტი გამოავლინეს – ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.
„აღნიშნული ოქროს ნივთები სამართალდამრღვევ მოქალაქეებს სპეციალურად მოწყობილ სამალავებში (მათ შორის ფეხსაცმლის ლანჩის ქვეშ) ჰქონდათ განთავსებული, ხოლო უშუალოდ სხეულზე ოქროსგან დამზადებული ბალთების მქონე ქამრები ეკეთათ.
არადეკლარირებული საქონლის საბაჟო ღირებულებამ 685 346 ლარი შეადგინა.
საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა“ – ნათქვამია ინფორმაციაში.