ნატოს ოპერატიული შესაძლებლობების კონცეფციის შეფასებისა და უკუკავშირის პროგრამის (OCC E&F) კონფერენცია საქართველოში იმართება

ნატოს ოპერატიული შესაძლებლობების კონცეფციის შეფასებისა და უკუკავშირის პროგრამის (OCC E&F) კონფერენცია საქართველოში იმართება
საქართველო, ნატოს ოპერატიული შესაძლებლობების კონცეფციის შეფასებისა და უკუკავშირის პროგრამის (OCC E&F) ყოველწლიურ კონფერენციას მასპინძლობს. დღეს, სასტუმრო „ბილტმორში“, კონფერენცია თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ – პაატა პატიაშვილმა და კონტრადმირალმა იუსუფ კარაგიულემ გახსნეს. პროგრამასა და მსგავსი შეხვედრების მნიშვნელობაზე საუბრისას მათ პროგრამაში საქართველოს მონაწილეობაზე გაამახვილეს ყურადღება. ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, გენერალ-მაიორი ირაკლი ჭიჭინაძე ესწრებოდა.
კონფერენციაში ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების თავდაცვის უწყებებიდან სხვადასხვა სარდლობისა და სამხედრო სპეციალობის წარმომადგენლები, სამხედრო და სამოქალაქო პირები მონაწილეობენ. ხუთი დღის განმავლობაში ისინი ერთმანეთს გამოცდილებას გაუზიარებენ სამხედრო სწავლებების ორგანიზებისა და აღსრულების კუთხით, ურთიერთთანამშრომლობის მიღწევებს შეაფასებენ და მომავალი წლის გეგმებს განიხილავენ.
საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, გენერალ-მაიორმა ირაკლი ჭიჭინაძემ კონფერენციის ფარგლებში კონტრადმირალ იუსუფ კარაგიულესთან და ბრიგადის გენერალ თეოდოროს სტეფოუსთან ორმხრივი შეხვედრა გამართა, სადაც პარტნიორ ქვეყნებს შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის საკითხებზე ისაუბრეს.
ნატოს ოპერატიული შესაძლებლობების კონცეფციის შეფასებისა და უკუკავშირის პროგრამის (OCC E&F) კონფერენცია, ნატოს ოპერაციების გაერთიანებული სარდლობის (SHAPE) ეგიდით, სხვადასხვა პარტნიორ ქვეყანაში ყოველწლიურად იმართება. საქართველოში კონფერენცია უკვე მეორედ ტარდება.

ასევე დაგაინტერესებთ

სანახევროდ პოლიტიკაში გადასული და ოპოზიციის გუნდში მოთამაშე ანალიტიკური ცენტრი „ჯეოქეისი“ პოლიტიკურ სუბიექტად აპირებს გარდაქმნას, როგორც მისმა ხელმძღვანელმა განაცხადა. ის ერთ დროს ივანიშვილის კარზე მუშაობდა და როგორც ამბობენ, ფინანსური თაღლითობის გამო გამოაგდეს

ვიქტორ ყიფიანის პოლიტიკაში მოსვლა, ცხადია, ვერც ოპოზიციას და ვერც მის პატრონებს ვერანაირ ბენეფიტს ვერ მისცემს, მაგრამ ერთი კი ვიცი – მთელი საქართველო გაიგებს მისი ქურდობის შესახებ, ამჯერად დეტალებში, რაც პატრონი, ის ყმა და მონაო – “დიფ სთეითზე” და ყიფიანზეა ნათქვამი

წინ მივიწევთ საერთაშორისო ინდექსებში იმ ფონზე, როცა გვაშანტაჟებენ ექსტრემიზმის მხარდამჭერი და საშინაო რეიტინგებშიც დაკნინებული ევროკრატები, გამჭვირვალობის კუთხით, საქართველოს მთავრობა ევროპის ტოპ ათეულშია