პრორუსული ძალადობრივი ალტი-ინფო მთავრობას მოქმედებისკენ მოუწოდებს და ულტიმატუმს უყენებს

პრორუსული ძალადობრივი ალტ-ინფოს წევრები 13 იანვარს სამი საათზე პარლამენტთან შეიკრიბნენ. სასულიერო პირებისა და სხვა პრორუსული ძალების წარმომადგენელთა სიტყვით გამოსვლის შემდეგ, აქციის მონაწილეები მსვლელობით ოპერის მიმდებარე ტერიტორიისკენ დაიძრნენ. ისინი ძველი ქალაქის სამმართველოში განცხადების შეტანას აპირებენ, რითაც ნატა ფერაძის დასჯას ითხოვენ. შემდეგ კი, სამების ტაძრისკენ წმინდა მატრონა მოსკოველის ხატზე სალოცავად მიდიან.
აქციაზე გაიჟღერა ულტიმატუმმა სახელმწიფოს მიმართ და მუქარამ აქტივისტ ნატა ფერაძის მისამართით, რომ ან სახელმწიფომ დასაჯოს აქტივისტი, ან ამას თავად ალტ-ინფო გააკეთებს.
საპატრიარქომ ალტ-ინფოს შეკრებამდე გაავრცელა განცხადება მოსალოდნელი საფრთხეების შესახებ და სასულიერო პირებს მოუწოდა, არ ჩაერთონ დესტრუქციული ხასიათის ქმედებებში.
“ცნობილი ხდება, რომ პარლამენტის შენობის წინ დღეს დაგეგმილი აქცია შესაძლოა, გადაიზარდოს პოლიტიკური ან დესტრუქციული ხასიათის ქმედებებში. სასულიერო პირებს საპატრიარქო მოუწოდებს, იმ შემთხვევაში თუ აქციამ მსგავსი სახე მიიღო, არ მიიღონ აღნიშნულ ქმედებებში მონაწილეობა”, – ნათქვამია საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის გვერდზე სოციალურ ქსელში.
13 იანვრის აქციამდე:
· 10 იანვარს ძალადობრივი ჯგუფის წარმომადგენლები და მათი მხარდამჭერები ნატა ფერაძის სახლთან შეიკრიბნენ.
· პრორუსული ალტ-ინფოს წევრებმა ნატა ფერაძის სახლთან შეკრება მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც 9 იანვარს, აქტივისტმა ვიდეო გაავრცელა, რომლის კადრებშიც ჩანს, რომ სამების ტაძარში, სავარაუდოდ, საღებავი შეასხეს ხატს, რომელზეც სტალინია გამოსახული.
· ტაძარში მომხდარ ინციდენტზე -მ გამოძიება ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით [წვრილმანი ხულიგნობა] დაიწყო.
· პრორუსულმა ძალადობრივმა ალტ-ინფომ და მათმა მხარდამჭერებმა უკმაყოფილება გამოხატეს ხელისუფლების მიმართ, უმოქმედობაში დაადანაშაულეს მთავრობა და 13 იანვარს შეკრება დააანონსეს.
· ნატა ფერაძის სახლთან მაგავე დღეს თავს დაესხნენ მის მეგობრებს.

ასევე დაგაინტერესებთ