გოჩა მირცხულავა: ეს ახალგაზრდაც საქართველოს მოქალაქის მოვალეობას ასრულებდა, ოდესაც თანამოქალაქეს გამოესარჩლა, რაც ბევრად უფრო ღირებულია, ვიდრე მთელი თანამშრომლების ლოყა

ჟურნალისტი გოჩა მირცხულავა:
სასამართლოს მორალური დეგრადაციისა და მენტალური გარყვნის ნათელი მაგალითია, სოციალურ ქსელში გავრცელებული კადრები, თუ როგორ უსწორდება “ქალი” არასრულწლოვანს, მხოლოდ იმიტომ რომ თანამოქალაქეს გამოესარჩლა.
რა უთხრა ამით სასამართლომ მოზარდებსა და ზრდასრულებს? თუ ადამიანს შეურაცხყოფას აყენებენ, რომელს განვითარება წინასწარ არავინ იცის – “გაიარეთ, თქვენი საქმე არ არის!”
ცალკე საკითხია, რატომ არ ჩივის ამ საკითხზე – საკუთარი თანამშრომლის შეურაცხყოფაზე – “ორი ნაბიჯი”….
როგორც მითხრეს, ეს “ქალი” რომელიც სხვის შვილს საკუთარი შვილის თანდასწრებით უსწორდება – ცნობილი “სახე” თუ სპორტსმენი (!) ყოფილა… ამიტომ ჩაიგუბა პირში წყალი პერო საზოგადოებამ?!
პატივცემულო სასამართლო, ის ნაცემი ბავშვი, ხვდებით რა უსამართლობისთვის გაიმეტეთ მაგ თქვენი 3 ათასლარიანი ჯარიმით? ახლა მეტყვით – დედის ციხეში ჩასმას ითხოვო.
რომელი პოლიციელია იმ ბავშვზე უფრო მაგარი მოქალაქე, რომელთა ლოყები თავისუფლების აღკვეთა ღირს? ა, ისინი სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდნენ? ეს ახალგაზრდაც საქართველოს მოქალაქის მოვალეობას ასრულებდა, ოდესაც თანამოქალაქეს გამოესარჩლა, რაც ბევრად უფრო ღირებულია, ვიდრე მთელი თანამშრომლების ლოყა. მაგ ბავშვის და ზოგადად არც ერთის, უძილო ღამედ, ცრემლად თუ შეურაცხყოფად არ ღირს არც ერთი ჩვენგანის სოცოცხლე. მაგრამ ეს რომ გაიაზროთ, მორალთან უნდა იყოთ ახლოს.
რომ არ ხართ, ამიტომაცბრძანდებით დეგრადირებულები – თქვენი სამართლით, სამართლიანობით, მორალითა და ზნეობით – ყველა, ვინც ამ კონკრეტული ფაქტის სიმძიმეს ვერ გრძნობთ.

ასევე დაგაინტერესებთ

„ფაშისტურ-ნაცისტური“ იდეოლოგიის მქონე არასრულწლოვანს, რომელსაც დაჯგუფებისთვის მიუღებელი ცხოვრების წესის მქონე პირების მიმართ ძალადობის და წამების ორგანიზება ედებოდა ბრალად, 14 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

შალვა პაპუაშვილი გახარიას პარტიის წევრებზე – ძალიან მომაბეზრებელია მათი დამოკიდებულება – პარლამენტის სხდომები სპეციფიკური სივრცეა, სადაც კონსტიტუციურ გადაწყვეტილებებს იღებენ, აქ ხელისუფლების სხვა შტოებიდან ზედმეტი ჩარევა სწორი არაა