გერმანულმა Bayerische Motoren Werke AG-მ 2023 წელს რეკორდული 2,56 მლნ ავტომობილი გაყიდა.
კომპანიის პრესრელიზის მიხედვით, წლის განმავლობაში მიწოდება 6,5%-ით გაიზარდა.
ამასთან, მეოთხე კვარტალში ზრდამ 10%-ს გაუტოლდა და 718,8 ათასი ავტომობილი შეადგინა. 2023 წელს BMW ბრენდის მანქანების გაყიდვები გაიზარდა 7,3%-ით და 2,25 მლნ ერთეული, MINI – 0,9%-ით 295 ათასამდე, Rolls-Royce – 0,2%-ით 6032 მანქანამდე.
გარდა ამისა, კომპანიამ გაყიდა 209 ათასი მოტოციკლი, რაც წინა წელთან შედარებით 3,1%-ით მეტია. BMW-მ მიაღწია დასახულ მიზანს ელექტრომობილების წილი მთლიანი რაოდენობის 15%-მდე გაზარდოს.
მისი ელექტროძრავიანი მანქანების გაყიდვები 74%-ით გაიზარდა და 376 ათასს მიაღწია. 2024 წელს კომპანია 500 ათასზე მეტი ელექტრომობილის გაყიდვას გეგმავს.
BMW-მ გაყიდვები აშშ-ში 9,4%-ით გაზარდა და 395,7 ათასი ავტომობილი შეადგინა, ევროპაში – 7,5%-ით და 942,8 ათასამდე, ჩინეთში – 4,2%-ით და 824,9 ათასამდე.