Cryptal-ზე ბარათის გამოყენებით USD/EUR შეტანა შეიძლება!
Cryptal-ზე ბარათის გამოყენებით USD & EUR შეტანა შეიძლება!
კრიპტო ბირჟა Cryptal მომხმარებლებისთვის უფრო კომფორტული, ხელმისაწვდომი და გლობალური გახდა.
დღეიდან, მომხმარებლებს საკუთარი ბალანსის ა.შ.შ. დოლარითა და ევროთი შევსება ქართული საბანკო ბარათის გამოყენებით შეუძლიათ. სწორედ ამ სიახლის გამო, კრიპტო პლატფორმა უცხოურ ვალუტაში ტრანზაქციებისათვის უფრო მიმზიდველი, ხოლო კრიპტო ინვესტირებისათვის უფრო მოსახერხებელი გახდა.
არ აქვს მნიშვნელობა, მომხმარებლები Cryptal-ს ქართული ლარის გამო იყენებენ თუ უცხოური ვალუტებისთვის, კრიპტო მოგზაურობის დაწყება უკვე ყველასათვის ერთნაირად ხელმისაწვდომი და მარტივი გახდა!
მეტი კრიპტო შესაძლებლობა მომხმარებლებს – რა ხდება?
თუ აქამდე პლატფორმაზე ა.შ.შ. დოლარისა და ევროს შეტანა მხოლოდ საბანკო გადარიცხვის გამოყენებით იყო შესაძლებელი, მომხმარებლებისთვის ახლა სიახლეა!
Cryptal-ის ანგარიშზე USD-სა და EUR-ს შეტანა უკვე ქართული Visa/Mastercard საბანკო ბარათების გამოყენებით, სწრაფად, უსაფრთხოდ და მარტივად არის შესაძლებელი.
სიახლე გამოსადეგია მომხმარებლებისთვის, რომლებსაც კრიპტოს კომფორტულ გარემოში ყიდვა ან უცხოური ვალუტის გამოყენებით ვაჭრობა სურთ.
როგორ შევიტანო ანგარიშზე USD & EUR საბანკო ბარათების გამოყენებით?
