სამოქალაქო საზოგადოების ფონდის სამართლებრივი მრჩევლის გიორგი ბურჯანაძის ცნობით, 2025 წელს, იანვრიდან თებერვლამდე 1532-ით არის გაზრდილი პატიმართა საერთო რაოდენობა საქართველოში.
“8 თვეში ციხის პოპულაცია 17%-ით გაიზარდა. 100ით მეტი ქალი და 1432-ით მეტი კაცია ციხეში სხვადასხვა დანაშაულისთვის ბოლო 8 თვეში. 2015 წლის შემდეგ არ ყოფილა ამდენი პატიმარი ერთად ციხეში”- წერს ბურჯანაძე და პენიტენციური სისტემის სტატისტიკას აქვეყნებს.
