ტრამპი პუტინს აფრთხილებს: “თუ ომი არ დასრულდება, მიიღებს ამერიკულ რაკეტებს”

-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ თუ უკრაინაში ომი მალე არ დასრულდება, ვაშინგტონი მზად არის, კიევს შორ მანძილზე მოქმედი ფრთოსანი რაკეტები Tomahawk გადასცეს. ეს კომენტარი მან  ისრაელში გამგზავრებისას, პრეზიდენტის თვითმფრინავში გააკეთა.

როგორც ცნობილი გახდა, 11 და 12 ოქტომბერს ტრამპმა ორჯერ ესაუბრა ვოლოდიმირ ზელენსკის. ერთ-ერთი მთავარი თემა სწორედ Tomahawk-ების შესაძლო მიწოდება იყო.

ტრამპმა აღნიშნა, რომ არ გამორიცხავს საუბარს ვლადიმირ პუტინთანაც, რათა გააფრთხილოს: თუ ომი არ დასრულდება, მიიღებს ამერიკულ რაკეტებს.

ზელენსკის თქმით, თუ Tomahawk-ები გადაეცემათ, ისინი გამოიყენებენ მხოლოდ რუსეთის სამხედრო ობიექტების წინააღმდეგ.

ამავდროულად, პუტინმა განაცხადა, რომ ასეთი იარაღის მიწოდება „ბრძოლის ველზე არაფერს შეცვლის“ და რუსეთის საჰაერო თავდაცვა მზად არის მათი ჩამოსაგდებად.

ასევე დაგაინტერესებთ

თემურ ჯაგოდნიშვილი: თსუ და სტუ ჩვენთვის კემბრიჯიც არის, ოქსფორდიც არის და არანაკლები წვლილი აქვს შეტანილი ჩვენი არა მარტო განათლების, არამედ ჩვენი კულტურის, ეროვნული მეობის შინაარსის გამოკვეთაშიც

გვარამია: მთავარია, არავინ შეყვა ქოცებს პარლამენტში და არავინ დარეგისტრირდა აგენტად. ზუსტად ამ ორს შორის ვსვამ ტოლობის ნიშანს და ეს ორი მიმაჩნია გარდამტეხ წერტილად ქართულ პოლიტიკურ ბრძოლაში. დანარჩენი ლირიკაა