ამერიკული ფარმაცევტული კომპანია Bristol Myers Squibb კერძო ბიოტექნოლოგიურ კომპანია Orbital Therapeutics-ს 1.5 მილიარდ დოლარად ყიდულობს.
Bristol Myers-მა განაცხადა, რომ გარიგების საფასური მთლიანად ნაღდი ფულით გადაიხდება.
Orbital Therapeutics–ი აუტოიმუნური დაავადებების სამკურნალო პრეპარატებზე მუშაობს.4
2025 წლის დასაწყისიდან Bristol Myers-ის საბაზრო კაპიტალიზაცია 21%-ით, 91 მილიარდ დოლარამდე შემცირდა, ხოლო S&P 500-ის საფონდო ინდექსმა 14.5%-ით მოიმატა.
