გიორგი ბილანიშვილი – „ქართული ოცნება“ თანმიმდევრულად ამყარებს ავტოკრატიულ მოდელს საქართველოში და გადაქცეულია მოსკოვის ფარულ მოკავშირედ

2025 წლის ოქტომბრის პირველ ნახევარში საქართველოს საშინაო და საგარეო პოლიტიკაში განვითარებულ პროცესებსა და აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი“ საგარეო პოლიტიკისა და ეროვნული უსაფრთხოების საკითხთა მკვლევარს, გიორგი ბილანიშვილს ესაუბრა.
– ბატონო გიორგი, 4 ოქტომბრის სა და ქუჩაში განვითარებული პროცესებზე საუბარი და მსჯელობა ქართულ საზოგადოებაში კიდევ კარგა ხანს გაგრძელდება. მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებამ და ოპოზიციამ დასკვნები უნდა გამოიტანონ და მომავალზე უნდა იფიქრონ, ამგვარ მცდელობას ჯერ ვერც ერთი მხრიდან ვერ ვხედავთ.
ხელუსუფლება ამტკიცებს, რომ ოპოზიცის „რევოლუციის მცდელობა ჩაშალა“, რომ სამართალდამცავები კიდევ ბევრ მოქალაქეს დააკავებენ იმის გამო რომ აქციებშიც და „პრეზიდენტის სასახლეზე“ შტურმში იღებდნენ მონაწილეობას.
ოპოზიციის ნაწილი 4 ოქტომბრის ქუჩის აქციებს „იაფფასიან პოლიტიკურ ავანტიურად“ აფასებს, მეორე ნაწილი „არარაციონალურად დაგეგმილს“. ქუჩაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით პასუხგაუცემელი კითხვები როგორც „რევოლუციის ორგანიზატორების“, ისე ხელისუფლების მიმართ მეტია, ვიდრე პასუხები.
თვალს ვადევნებთ რევოლუციაში მონაწილეების რიცხვის ზრდას და სიტუაციის კიდევ მეტად დამძიმებას, ასევე ოპოზიციურ ბანაკში შიდა ომებსა და საჯარო სივრცეში გარჩევებს.
რაც ზედაპირზე ნათლად ჩანს ისაა, რომ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის სპარინგში გამარჯვებული მმართველი „ქართული ოცნებაა“, ოპოზიცია ვერც ერთმანეთთან ახერხებს დალაგებას და ვერც ერთიანი სამოქმედო გეგმის შემუშავებას. ოპოზიციაში არსებულ ვითარებაზე ჩვენ აუცილებლად ვისაუბრებთ.
არჩევნები კი ჩატარდა, მაგრამ, ფაქტია, რომ აქტიურობა, განსაკუთრებით თბილისში საკმაოდ დაბალი იყო. -ს მონაცემებითაც კი დედაქალაქს 20%-ით არჩეული მერი ჰყავს. გასაგებია, რომ ადგილობრივ არჩევნებზე განვითარებულ დემოკრატიებში 30-40%-ზე მეტი აქტიურობა არ არის ხოლმე, მაგრამ, როგორც ჩანს, ეს არ შეეხო ეთნიკურად არაქართვულ რეგიონებს, სადაც აქტიურობა 95-97% კი იყო.
როგორ შეაფასებდით 4 ოქტომბრის არჩევნების შემდეგებსა და იმავე დღეს ქუჩაში განვითარებული მოვლენების შემდეგ საშინაო პოლიტიკაში არსებულ ვითარებას?
– მოლოდინი, რომ 4 ოქტომბერს ან არჩვენების ან ქუჩაში დაგეგმილი საპროტესტო აქციის შედეგად სიტუაცია ქვეყანაში კარდინალურად შეიცვლებოდა ზედმეტად გადაჭარბებული იყო.
ცხადია, რომ „ქართული ოცნება“ ახლა ცდილობს როგორც არჩვენების შედეგები, ისე 4 ოქტომბრის საპროტესტო აქციის ჩავარდნა საკუთარი ინტერესების სასარგებლოდ გამოიყენოს. ზოგადად, მას ალბათ ორი მნიშვნელოვანი ამოცანა გააჩნია: 1) ს მსგავსად საქართველოშიც შეიქმნას ე.წ. სისტემური ოპოზიცია, რომელიც სინამდვილეში ხელისუფლების თამაშს ითამაშებს. 2) უნდა გატეხოს საპროტესტო აქციები, რომელიც აგერ უკვე თითქმის ერთი წელია გრძელდება.
მოლოდინი, რომ 4 ოქტომბერს ან არჩვენების ან ქუჩაში დაგეგმილი საპროტესტო აქციის შედეგად სიტუაცია ქვეყანაში კარდინალურად შეიცვლებოდა ზედმეტად გადაჭარბებული იყო
მე არ ვფიქრობ, რომ რომელიმე ამ ამოცანის შესრულების თვალსაზრისით ქართულმა ოცნებამ მნიშვნელოვნად წინ წაიწია. არც ის მგონია, რომ ან „ქართულ ოცნებაზე,“ ან ოპოზიციაზე ან ზოგადად ქვეყნაში შექმნილ ვითარებაზე 4 ოქტომბრის გამო საზოგადოების დიდმა და მით უმეტეს საპროტესტო განწყობების მქონე ნაწილმა საკუთარი აზრი შეიცვალა.
„ქართული ოცნებას“ ორი მნიშვნელოვანი ამოცანა გააჩნია: 1) რუსეთის მსგავსად საქართველოშიც შეიქმნას ე.წ. სისტემური ოპოზიცია, რომელიც სინამდვილეში ხელისუფლების თამაშს ითამაშებს. 2) უნდა გატეხოს საპროტესტო აქციები, რომელიც აგერ უკვე თითქმის ერთი წელია გრძელდება
ამდენად, მიუხედავად იმისა, რომ 4 ოქტომბერმა ყველა მხრივ ხელისუფლების წისქვილზე დაასხა წყალი, პოლიტიკური სიტუაცია ქვეყანაში არსებითად არ შეცვლილა და არც „ქართული ოცნების“ პოზიციების კონსოლიდაცია მომხდარა.
მიუხედავად იმისა, რომ 4 ოქტომბერმა ყველა მხრივ ხელისუფლების წისქვილზე დაასხა წყალი, პოლიტიკური სიტუაცია ქვეყანაში არსებითად არ შეცვლილა და არც „ქართული ოცნების“ პოზიციების კონსოლიდაცია მომხდარა
– მიუხედავად იმისა, რომ რუსული და კრემლისადმი ლოალურად განწყობილი ევროპული მედია „თბილისში ოპოზიციის ჩაშლილ რევოლუციაზე“ საუბრობს, პრემიერმა -ს და ევროპის ქვეყნებისაგან „თბილისში ჩაშლილი რევოლუციის“ დაგმობისკენ მოუწოდა, ამგვარი განცხადებები ჯერჯერობით, არ გაკეთებულა არც ევროპული ქვეყნებისა და აშშ-ს ადმინისტრაციის მხრიდან.
4 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებითაც ეუთო/ოდერის განცხადებაც იმაზე მეტად კრიტიკული აღმოჩნდა, ვიდრე მოსალოდნელი იყო.
ოპოზიციის მტკიცებით 4 ოქტომრის არჩევნებზე ევროპიდან ჩამოსული დამკვირვებლების უმეტესობა რუსეთისადმი და კრემლისადმი ლოალურად განწყობილი ადამიანები იყვნენ.
სავარაუდოდ, რას შეიძლება ნიშნავდეს ის, რომ დასავლელ პარტნიორებს არ დაუგმიათ თბილისში ჩაშლილი რევოლუცია? არ დაიჯერეს? თუ რა ხდება?
ან თუნდაც ის, თუ რა განცხადება გააკეთა ეუთო/ოდერმა 4 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით?
– ეს პირველ რიგში ნიშნავს იმას, რომ დასავლეთის ქვეყნებსა და სტრუქტურებში „ქართული ოცნების“ მიმართ ნდობა არ არსებობს. ჩვენ უკვე წლებია გვაქვს ის მოცემულობა, რომ „ქართული ოცნება“ საქართველოს ომის ჩათრევის მცდელობიდან დაწყებული ქვეყანაში რევოლუციის მოწყობის მცდელობით დამთავრებული ყველაფერში დასავლელ პარტნიორებსა და ორგანიზაციებს ადანაშაულებს. ცხადია, ყველა აცნობიერებს, რომ ეს აბსურდული ბრალდებებია და საქართველოს მოსახლეობაში დასავლეთის დისკრედიტაციას ისახავს მიზნად.
„ქართული ოცნება თანმიმდევრულად ამყარებს ავტოკრატიულ მოდელს საქართველოში და გადაქცეულია მოსკოვის ფარულ მოკავშირედ. შესაბამისად, მათი დამოკიდებულება „ქართული ოცნების“ მიმართ აბსოლუტურად გასაგები და ბუნებრივია
ამავდროულად, დასავლეთში ხედავენ იმასაც, რომ „ქართული ოცნება“ თანმიმდევრულად ამყარებს ავტოკრატიულ მოდელს საქართველოში და გადაქცეულია მოსკოვის ფარულ მოკავშირედ. შესაბამისად, მათი დამოკიდებულება „ქართული ოცნების“ მიმართ აბსოლუტურად გასაგები და ბუნებრივია.
– ოპოზიციის მტკიცებით, „ქართული ოცნების“ მმართველ გუნდის გაღიზიანებას იწვევს ის, რომ ევროკავშირსა და აშშ-ს ადმინისტრაციას მინიმუმამდე აქვს დაყვანილი საქართველოს ხელისუფლებასთან ურთიერთობები.
რა გამოდის – ევროპული პოლიტიკური კლასის უმეტესობამ „ქართულ ოცნებას“ არა მხოლოდ 2024 წლის არჩევნები, არამედ 2025 წლის ადგილობრივი არჩევნებიც „არ ჩაუთვალა“?
– დიახ, ცხადია ასეა. თუმცა, არა მგონია, „ქართულ ოცნებასაც“ ქონოდა იმის რეალური მოლოდინი, რომ 2025 წლის ადგილობრივი არჩვენების შემდეგ მის მიმართ დასავლეთში დამოკიდებულება შეიცვლებოდა. როდესაც ამ კონტექსტში ქართული ოცნება დასავლეთზე კრიტიკულად საუბრობს, რეალურად ეს მათი პროპაგანდისტული, ანტიდასავლური ნარატივების გაგრძელებაა.
როგორც ავღნიშნე, „ქართულ ოცნებას“ 2025 წლის ადგილობრივ არჩვენებთან მიმართებაში უფრო მეტად შიდა პოლიტიკური გათვლები ქონდა სავარაუდოდ გაკეთებული. კერძოდ, ეს არჩვენები უნდა მომსახურებოდა მის პოზიციების კონსოლიდაციას ქვეყნის შიგნით. ერთი შეხედვით ეს შეიძლება ასეც ჩანდეს, თუმცა ჩემი აზრით არსებითი სარგებელი „ქართულ ოცნებას“ არც შიდა პოლიტიკურ განზომილებაში მიუღია.
„ქართულ ოცნებას“ 2025 წლის ადგილობრივ არჩვენები მიმართებაში უფრო მეტად შიდა პოლიტიკური გათვლები ქონდა… ეს არჩვენები უნდა მომსახურებოდა მის პოზიციების კონსოლიდაციას ქვეყნის შიგნით. ერთი შეხედვით ეს შეიძლება ასეც ჩანდეს, თუმცა ჩემი აზრით არსებითი სარგებელი „ქართულ ოცნებას“ არც შიდა პოლიტიკურ განზომილებაში მიუღია
– ხელისუფლებამ არჩევნებამდე და არჩევნების შემდეგ ქვეყანაში აკრედიტებული ელჩების მიმართ საკმაოდ კრიტიკული განცხადებებს აკეთებდა იმაზე, რომ „ელჩები საქართველოს „საშინაო საქმეებში ერევიან“, რითაც არღვევენ ვენის კონვენციას და ასე შემდეგ.
არჩევნების შემდეგ საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე საქართველოში აკრედირებულ ელჩებს შეხვდა ამ თემაზე წერილობითაც მიაწოდა განცხადება. ამის პარალელურად უმრავლესობის ლიდერმა ბატონმა კირცხალიამ ამ თემაზე გააკეთა განცხადება. გავიგეთ რომ ჩვენი დასავლელი პარტნიორების მიმართ „საქართველო ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში რჩება“. თუმცა, როგორც დიპლომატიურ ურთიერთობებში ჩახედული ადამიანები ამბობენ, დიპლომატიურ ურთიერთოებებში ამგვარი რამ ძალიან ცუდის ნიშანია.
ფაქტია, რომ დასავლელ პარტნიორებთან ურთიერთობას უცნაური ფორმა აქვს მიღებული. ხან ვამბობთ, რომ „მზად ვართ ყველასთან დავალაგოდ ურთიერთობები“, ხან ვამბობთ რომ „ტრამპსა და აშშ-ს დიფ სტეიტი მართავს“, ხან იმას რომ „ევროპა უნდა გამოსწორდეს“ და საქართველოს „ბოდიში უნდა მოუხადოს“.
როგორ შეაფასებდით დიპლომატიურ კორპუსთან ურთიერთობის იმ ფორმას, რომელიც ჩვენს ხელისუფლებას აქვს?
სავარაუდოდ, როგორ შეიძლება აღექვათ ევროპელ და ამერიკელ პარტნიორებს მათთან „საქართველოს ცალმხრივი მეგობრობის“ რეჟიმში ყოფნა?
– დიპლომატიურ კორპუსთან ურთიერთობა არის მთლიანად დასავლეთის ქვეყნების მიმართ „ქართული ოცნების“ პოლიტიკის შემადგენელი ნაწილი. „ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმი“ არის უბრალოდ საკუთარ ამომრჩეველზე გათვლილი პროპაგანდისტული ნარატივი, იმის საჩვენებლად, რომ თითქოს „ქართული ოცნებას“ დასავლეთთან ურთიერთობების დაზიანებაში წვლილი არ მიუძღვის.
სინამდვილეში უფრო მნიშვნელოვანია, როდესაც ამ ზოგად პროპაგანდისტულ ნარატივებში „ქართული ოცნება“ გვეუბნება იმასაც, რომ დიფ სტეიტი მართავს პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციასაც, ევროკავშირსაც და საერთაშორისო ორგანიზაციებსაც.
გვიმტკიცებს, რომ დღეს ევროპაში გებელსისეული პროპაგანდაა გაბატონებული. სულ უფრო ხშირად გვეუბნება პირდაპირი ტექსტით, რომ ევროპა პანაცეა არ არის და არც ევროკავშირია საინტერესო. ეს პირდაპირ მიანიშნებს იმაზე, რომ ჩვენ არ უნდა გვქონდეს დასავლელ პარტნიორებთან ურთიერთობის ნორმალიზების მოლოდინი.
პირიქით, უნდა ველოდოთ, რომ ქართული ოცნება მომავალშიც გააგრძელებს დასავლეთისგან დისტანცირებსა და მომავალში კიდევ უფრო ხშირად გავიგებთ პირდაპირი ტექსტით დასავლეთის კრიტიკას.
„ინტერპრესნიუსი“
კობა ბენდელიანი