ჰუსიტების ტერორისტულ ქმედებებზე პასუხი ჩვენგან აბსოლუტურად სამართლიანია – ჯო ბაიდენი

საჰაერო დარტყმები ჰუსიტების წინააღმდეგ. შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჰუსიტებს ტერორისტული დაჯგუფება უწოდა და აღნიშნა, რომ თუ ისინი დანაშაულებრივ აქტივობას განაგრძობენ, შტატების რეაგირება არ დააყოვნებს.
ჯო ბაიდენმა ირანსაც მიმართა და ჰუსიტების მხარდაჭერისგან თავის შეკავება ურჩია.
“მე მკაფიო მოწოდებას ვაგზავნი ირანის მიმართულებით, რომ ის ყველაფერი, რაც წითელ ზღვაში ხდება, უნდა შეწყდეს. ჩვენ აუცილებლად კიდევ გავცემთ პასუხს ჰუსიტებს თუ ისინი გააგრძელებენ თავდასხმას. მე ვიცი, ირანს არ სურს ჩვენთან ომი. ჰუსიტების ტერორისტულ ქმედებებზე პასუხი ჩვენგან აბსოლუტურად სამართლიანია”, – განაცხადა ჯო ბაიდენმა.

ასევე დაგაინტერესებთ

თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიცია ერთად მიიღებს მონაწილეობას თუ ცალ-ცალკე, ეს ჩვენთვის არაფერს ცვლის – თუ მონაწილეობას არ მიიღებენ, შემოდგომის შემდეგ პულსიც აღარ გაეზომებათ და პოლიტიკური ველიდან გაქრებიან

სანამ შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო არ დაგმობს მისი ხელისუფლების წევრის მიერ საქართველოს ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდებას, მანამდე სამინისტროს მხრიდან საქართველოში რაიმეს დაგმობა არასერიოზულია