IRI: არცერთ შემთხვევაში ხმას არ მისცემდა ენმ-ს – 40%, ქართულ ოცნებას – 29%

საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა (IRI) ქართული საზოგადოების კვლევის შედეგები გამოაქვეყნა. კითხვაზე, თუ რომელ პარტიას არ მისცემდნენ ხმას არავითარ შემთხვევაში, გამოკითხულთა 40%-მა თქვა, რომ ხმას ენმ-ს არასდროს მისცემდა, ხოლო 29% ქართულ ოცნებას არასდროს აირჩევდა. რესპონდენტების 18%-ისთვის სრულად მიუღებელია გირჩი – მეტი თავისუფლება/დროა, 16%-ისთვის კი გირჩი.
კვლევის მიხედვით, გამოკითხულთაგან ევროპულ საქართველოს ხმას არასდროს არ მისცემდა 13%, ალტ-ინფოს – 12%, ლეიბორისტულ პარტიას – 11%, ლელოს – 10%, სტრატეგია აღმაშენებელს და პატრიოტთა ალიანსს – 9%, საქართველოსთვის (გიორგი გახარია) – 8%, მოქალაქეებს () – 6%, ხალხის ძალას – 4%, ხალხისთვის () – 2%.
გამოკითხულთა 8%-ის თქმით, არ არსებობს პარტია, რომელსაც ხმას არასდროს მისცემდა, 12%-მა თქვა, რომ არ იცის, ხოლო 5%-მა კითხვაზე პასუხის გაცემაზე უარი განაცხადა.