ფარერების ნაკრებმა ზედიზედ მესამე გამარჯვება მოიპოვა და მუნდიალზე გასვლის შანსს ინარჩუნებს

ფარერის კუნძულების ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე სახლში ჩეხეთი 2:0 დაამარცხა.
ფარერებმა ისტორიაში პირველად მოიპოვეს ზედიზედ მესამე გამარჯვება – აქამდე გიბრალტარს (1:0) და მონტენეგროს (4:0) მოუგეს.
ტურნირის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე ფარერები L ჯგუფში 12 ქულით მესამე ადგილზეა და მუნდიალზე გასვლის შესაძლებლობას ინარჩუნებს. ლიდერი 13 ქულით ხორვატიაა (5 შეხვედრა აქვს ჩატარებული), ამდენივე ქულით მესამე პოზიციაზე ჩეხეთია, მონტენეგრო 6 ქულით მეოთხეზეა (6 მატჩი აქვს გამართული), აუტსაიდერი კი უქულოდ მყოფი გიბრალტარია (5 შეხვედრა).
14 ნოემბერს, ბოლო ტურში ფარერები სტუმრად ხორვატიას დაუპირისპირდება.
ს გამო “საფეხბურთო ცივი ომი” დაიწყო – საქმეში -ის სახელმწიფო დეპარტამენტი ჩაერია
“ამ ქალაქებს რადიკალური უგუნური მემარცხენეები მართავენ” – ტრამპი მუნდიალის მატჩების სხვა ქალაქებში გადატანაზე
პსჟ-მ შეკრება დაიწყო – “ლივერპული” მათი ორი შემტევის შეძენას გეგმავს
ნაკრებმა “დინამო არენაზე” ივარჯიშა – გუნდს თავდამსხმელი დაემატა