ჩინეთში, ქვანახშირის მაღაროში უბედური შემთხვევის შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა

ჩინეთში, ქვანახშირის მაღაროში უბედური შემთხვევის შედეგად ათი ადამიანი დაიღუპა, ხოლო, სულ მცირე, ექვსი დაკარგულად ითვლება. ინფორმაციას Reuters-ი საგანგებო სიტუაციების მართვის ადგილობრივ სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
შემთხვევა ცენტრალურ ქალაქ პინგდინშანში ადგილობრივი დროით 14:55 საათზე მოხდა. როგორც ჩინეთის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ამბობენ, სამძებრო-სამაშველო ოპერაცია ამ დრომდე გრძელდება.
ოფიციალურმა საინფორმაციო სააგენტო Xinhua-მ აღნიშნა, რომ უბედური შემთხვევის დროს მაღაროში სულ 425 ადამიანი მუშაობდა.

.fb-background-color { background: #ffffff !important; } .fb_iframe_widget_fluid_desktop iframe { width: 800px !important; }