მეზობელ ქვეყნებს შორის სურსათის ფასები ყველაზე მაღალი თურქეთშია, ყველაზე იაფი კი აზერბაიჯანში – რომელ ადგილზეა საქართველო

საქართველოს მეზობელ ქვეყნებს შორის სურსათის ფასები ყველაზე მაღალი თურქეთშია, ყველაზე იაფი კი აზერბაიჯანში. Numbeo-ს 2025 წლის პირველი ნახევრის სტატისტიკაში, რომელიც 143 ქვეყნის მონაცემებს მოიცავს, თურქეთი 83-ე, ხოლო აზერბაიჯანი 123-ე ადგილს იკავებს.
მეზობელ ქვეყნებს შორის სურსათის სიძვირით თურქეთს მოსდევს სომხეთი, რომელმაც 93-ე ადგილი დაიკავა. რეიტინგში 94-ე ადგილზეა , მას კი მოსდევს საქართველო 112 ადგილით.
რაც შეეხება მსოფლიოს ქვეყნებს, 143 ქვეყანას შორის სურსათის ფასი ყველაზე ძვირია შემდეგ 5 ადგილას:
· კაიმანის კუნძულები;
· შვეიცარია;
· ისლანდია;
· ბაჰამის კუნძულები;
· ნორვეგია.
მსოფლიოში 5 ყველაზე იაფი ქვეყანა სურსათის კუთხით ასე გამოყურება:
· ავღანეთი;
· ;
· ირანი;
· ეგვიპტე;
· ლიბია.
ინფორმაციისთვის, Numbeo-ს სურსათის ინდექსი აჩვენებს, რამდენად ძვირი ან იაფია საბაზისო საკვების პროდუქტების ფასები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში.
bpn.ge