თბილისის შემოვლითი გზის მშენებლობა 2026 წლიდან ეტაპობრივად დაიწყება, – ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ საავტომობილო გზების დეპარტამენტში განუცხადეს.
აღნიშნული საავტომობილო გზის მშენებლობისთვის დეტალური საპროექტო დოკუმენტაციის მომზადების პროცედურები დასრულდა.
ინფორმაციისთვის, თბილისის შემოვლითი გზის (ნატახტარი (წიწამური)-რუსთავის გზის) საპროექტო სიგრძე დაახლოებით, 51 კილომეტრია. პროექტი სულ 4 ლოტად არის დაყოფილი. აქედან პირველ ორ ლოტზე, კერძოდ, წიწამური-ავჭალისა (ლოტი 2) და ავჭალა-აეროპორტის (ლოტი 3) მშენებლობისთვის მიწების გამოსყიდვა იგეგმება.
რაც შეეხება პროექტის ღირებულებას, თბილისის შემოვლითი გზის 51 კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობა სავარაუდოდ, 620 მლნ დოლარი დაჯდება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია მოცემულია პროექტის შესახებ მომზადებული გეგმასა და გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტში.
