ფარმაცევტული ბაზრის TOP 5 ლიდერი კომპანია

საქართველოში ფარმაციის სექტორი ერთ-ერთი ყველაზე აქტიური და კონკურენტუნარიანია. ამ მიმართულებით ბაზარზე არაერთი კომპანია ოპერირებს, რაც სეგმენტის დინამიკურ განვითარებაზე მიუთითებს.
Business Insider Georgia გთავაზობთ საქსტატიდან გამოთხოვილი ოფიციალური მონაცემების საფუძველზე შედგენილ იმ ტოპ 5 საწარმოს ჩამონათვალს, რომლებიც ფარმაცევტული პროდუქციით საცალო ვაჭრობის მიმართულებით 2025 წლის მეორე კვარტლის ბრუნვის მიხედვით ლიდერობენ.
· შპს მერმისი
· სს გეფაშ
· პს იმპექსფარმი
· შპს პსპ ფარმა
· შპს ავერსი-ფარმა
(სია არ არის დალაგებული რეიტინგის მიხედვით)
ვინ არიან ამ კომპანიების მფლობელები:
შპს მერმისი – რეგისტრაციის თარიღია 11/10/1995. კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელია სოსო დავითაშვილი. ის ასევე არის კომპანიის გენერალური დირექტორი.
სს გეფა – რეგისტრაციის თარიღია 19/10/1995. კომპანიის გენერალური დირექტორია თორნიკე ნიკოლაიშვილი, სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე გიორგი ალფაიძე, თავმჯდომარის მოადგილე/წევრი: ლევანი დადიანი, წევრი: მიხეილ აბრამიძე, წევრი: გიორგი კეთილაძე.
შპს იმპექსფარმი – რეგისტრაციის თარიღია 26/04/1999. კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელია დავით კოხრეიძე. ის ასევე არის კომპანიის გენერალური დირექტორი.
შპს პსპ ფარმა – რეგისტრაციის თარიღია 15/11/2002.კომპანიის 95%-იანი წილის მფლობელია კახაბერ ოქრიაშვილი, ხოლო 5%-ის თენგიზ ჯამელაშვილი. კომპანიის დირექტორი ვაჟა ოქრიაშვილია.
შპს ავერსი-ფარმა – რეგისტრაციის თარიღია 14/05/1999. კომპანიის 67%-იანი წილის მფლობელია პაატა კურტანიძე, ხოლო 33%-ის ნიკოლოზ კურტანიძე. გენერალური დირექტორია გიორგი მელანაშვილი.
businessinsider.ge