არ შეიძლება ყოყმანი ისეთ საკითხში, როგორიცაა უკრაინის შეიარაღება და მხარდაჭერა. ჩემთვის ეს უდაო ფაქტია | ტუსკი

პოლონეთის ახალი პრემიერმინისტრი, დონალდ ტუსკი პირობას დებს, რომ უკრაინის ომთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას არ დააყოვნებს. ტუსკის თქმით, ოფიციალური ვარშავა შეეწინააღმდეგება უკრაინის დახმარების დისკრედიტაციის ნებისმიერ მცდელობას:
ს შეკავებით, საშუალებას აძლევს პოლონეთს თავი შედარებით დაცულად იგრძნოს. ამიტომ, მომავალში ვარშავა დაუპირისპირდება ნებისმიერ დისკრედიტაციას უკრაინის დახმარებასთან დაკავშირებით.” ამბობს ტუსკი.
მისივე თქმით, ევროპამ მეტი ფული უნდა ჩადოს იარაღსა და თავდაცვაში, იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთმა წარმატებით გადაიტანა თავისი ეკონომიკა „სამხედრო რელსებზე“.
“ჩვენ არ შეგვიძლია ვიფიქროთ, რომ არაფერი ხდება. არ შეიძლება ყოყმანი ისეთ საკითხში, როგორიცაა ომში უკრაინის შეიარაღება და მხარდაჭერა. ჩემთვის ეს უდაო ფაქტია”, – თქვა ტუსკმა.