საქართველოდან ლოკოკინას ექსპორტი 115%-ით გაიზარდა, მთავარ საექსპორტო ბაზრად კი თურქეთი ჩამოყალიბდა

საქართველოდან ლოკოკინების ექსპორტი მნიშვნელოვნად არის გაზრდილი. საქსტატის ინფორმაციით, 2025 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველომ ექსპორტზე 1 557.0 ათასი დოლარის ღირებულების 453.5 ტონა ლოკოკინა გაიტანა. 2024 წლის 8 თვეში კი ეს მაჩვენებელი მხოლოდ 211.0 ტონა იყო. შესაბამისად ზრდა 115%-ით არის გაზრდილი.
ქართული ლოკოკინასთვის ნომერ პირველი საექსპორტო ბაზარი თურქეთია. სწორედ თურქეთზე მოდის მთლიანი ექსპორტის 78%. აღსანიშნავია, რომ წელს საქართველოდან ლოკოკინა სულ 2 ბაზარზე გადაიზიდა: თურქეთი და საფრანგეთი.
ქვეყნები, სადაც საქართველომ ლოკოკინა გაყიდა:
თურქეთი – 354.3 ტონა – 1 084.1 ათასი დოლარი;
საფრანგეთი – 99.2 ტონა – 472.9 ათასი დოლარი;
businessinsider.ge