საქართველომ 8 თვეში 34 942.2 ათასი დოლარის 4 791.9 ტონა ყავა იყიდა – საიდან ვყიდულობთ ყავას

საქართველოში ყავის იმპორტი შემცირებულია. საქსტატის ინფორმაციით, 2025 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველომ 34 942.2 ათასი დოლარის ღირებულების 4 791.9 ტონა ყავა იყიდა. 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 4 945.3 ტონა. ყავის იმპორტის კლება 3%-ის დონეზეა.
საქართველოსთვის ყავის შესაძენად მთავარი ბაზარი ინდონეზიაა. სწორედ ინდონეზიაზე მოდის საქართველოში ყავის იმპორტის 41%.
5 ქვეყანა, სადაც საქართველო ყავას ყიდულობს:
· ინდონეზია – 1 972.8 ტონა;
· ვიეტნამი – 922.2 ტონა;
· – 666.7 ტონა;
· იტალია – 325.2 ტონა;
· გერმანია – 194.9 ტონა;
საგულისხმოა, რომ ბოლო წლების სტატისტიკით საქართველოში ყველაზე მეტი მოცულობით ყავის იმპორტი 2022 წელს დაფიქსირდა. 2022 წელს ქვეყანამ სულ 7 660.0 ტონა ყავა იყიდა. 2024 წლის სტატისტიკით კი საქართველოში 7 276.6 ტონა ყავის იმპორტი განხორციელდა.
businessinsider.ge