„თუ დადასტურდა, რომ სასახლის ღობე გადაჭრილი იყო, მთლიანად სისტემის პასუხისმგებლობის საკითხი დადგება“ – ეკა ბესელია

“მართლმსაჯულების სახლის” ხელმძღვანელი განმარტავს, რომ სამართალში არსებობს პრინციპი, რომელიც ავალდებულებს სახელმწიფოს, დანაშაულის პრევენცია მოახდინოს. საქმე ეხება პრეზიდენტის სასახლის ღობეს, რომელიც, სავარაუდოდ, წინდაწინ იყო გადაჭრილი.
ბესელიას თქმით, თუ დადასტურდა, რომ გალავანი წინდაწინ იყო დაზიანებული, მაშინ მთლიანად სისტემის პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს.
ინტერესების დამცველი ასევე კოლეგა ადვოკატებს ურჩევს, საკითხზე დამოუკიდებელი საგამოძებო ექსპერიმენტი თავადაც ჩაატარონ.
„ეს ეჭვი მაშინვე გაჩნდა, იმდენად იოლად მოხდა იმ სასახლის გალავნის გარღვევა. მე ბევრჯერ შევსულვარ იმ სასახლეში, ეზოში, ვიცი ის რამდენად მყარია. არსებობს სამართალში პრინციპი, ნეგატიური და პოზიტიური ვალდებულებების, რომელიც სახელმწიფოს აკისრებს ვალდებულებას, პრევენცია მოახდინოს დანაშაულის ანუ წინასწარ აღკვეთოს, თუ იცის, რომ რამე ხდება, არათუ ხელი შეუწყოს, არათუ მხაე დააგოს, არათუ გარემოებები შექმნას დანაშაულის ჩასადენად. ამიტომ, თუ ეს დადასტურდება, რა თქმა უნდა, პასხისმგებლობის საკითხი დადგება მთლიანად იმ სისტემის. პროკურატურას ვალდებულება აქვს, რომ ჩაატაროს ტექნიკური ექსპერტიზა შესაბამისი სპეციალისტების ჩართვით. დაცვის მხარეს რაც შეეხება, მე ვურჩევდი ამას ჩემს ახალგაზრდა კოლეგებს, ჩაატარონ საგამოძიებო ექსპერიმენტი, დააყენონ ეს საკითხი, იმიტომ, რომ ექსპერტიზა მარტივად დაადგენს, რა მეთოდით იყო ეს გალავან მოხსნილი“, – ამბობს ეკა ბესელია.
იყო თუ არა ღობე, რომლის წაქცევისთვის 40-ზე მეტი ადამიანი ციხეში გაუშვეს, წინასწარ გადაჭრილი – ეს კითხვა აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც “შაბათის ეთერმა” მრავალათასიანი ჩანაწერები გაშიფრა და მოიპოვა კადრები, სადაც ჩანს, რომ ღობე, სავარაუდოდ, გადაჭრილია და მავთულებით მიბმულია რკინის კონსტრუქციას.

ასევე დაგაინტერესებთ

ადვოკატების ინფორმაციით, 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულებს – პაატა ბურჭულაძეს, მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძეს, პაატა მანჯგალაძესა და ლაშა ბერიძეს ციხიდან სატელეფონო ზარები, პაემნები და წერილები აეკრძალათ

ვოლოდიმირ ზელენსკი – არ უნდა დავუშვათ ზეწოლის შემსუბუქება – სანქციები, ტარიფები და ერთობლივი ქმედებები რუსული ნავთობის მყიდველების წინააღმდეგ, უნდა დარჩეს მოლაპარაკებების მაგიდაზე