ესტონელმა მესაზღვრეებმა რუსი სამხედროები შენიშნეს სასაზღვრო გამშვები პუნქტის რუსულ მხარეს

მოკლედ
· ესტონელმა მესაზღვრეებმა 11 სექტემბერს რუსი სამხედროები შენიშნეს საატსეს რეგიონში საზღვართან ს მხარეს.
· საზღვრის ეს მონაკვეთი 10 ოქტომბერს რეგიონში გაზრდილი რუსული სამხედრო მოქმედებების გამო ესტონეთმა ჩაკეტა და ყველაზე ცოტა, 14 ოქტომბრამდე ჩაკეტილი იქნება.
· რუსეთი ს საზღვარზე სამხედროების რაოდენიბის ზრდას რუტინულ ოპერაციას უწოდებს, ესტონეთი თვლის რომ რუსულ მხარეს მოძრავი უჩვეულოდ დიდი ზომის სამხედრო დანაყოფის გადაადგლება ჩვეულებრივი ამბავი არ არის.
· ბოლო ცნობებით, რუსმა სამხედროებმა ის ტერიტორია, სადაც ესტონელმა მესაზღვრეებმა ისინი 11 ოქტომბერს დააფიქსირეს, დატოვეს.
ინფორმაციას რუსი სამხედროების საატსეს რეგიონში გამოჩენის შესახებ ესტონეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი (ERR) ავრცელებს მესაზღვრეებზე დაყრდნობით.
საატსე ბუტის [ეს მონაკვეთი ჩექმის ფორმით არის შეჭრილი ესტონეთში] რეგიონში, სადაც ესტონელმა მესაზღვრეებმა რუსი სამხედროები შენიშნეს,გადის გზა, რომელიც ორ ესტონურ სოფელს აკავშირებს ერთმანეთთან, შესაბამისად, არსებობს შეთანხმება, რომ ესტონელები ამ კილომეტრნახევრიანი გზით სარგებლობენ, თუმცა გაჩერება აკრძალული აქვთ.
“თავიდან ისინი [რუსი სამხედროები] გზის გასწვრივ მოძრაობდნენ, მაგრამ ერთ მონაკვეთში ისინი გზაზე ხაზად დადგნენ. ჩვენთვის ეს მკაფიოდ სახიფათო ვითარებას ქმნის. ჩვენ დავიწყეთ საატსე ბუტის რეგიონის ორივე მხარეს მანქანების გაჩერება, მძღოლებს ვითარება გავაცანით და გავაფრთხილეთ ზონაში პატრულირებების შესახებ. მძღოლების უმეტესობამ გზა გააგრძელა, თუმცა ნაწილი უკან გაბრუნდა.
მესაზღვრეებმა რუსეთის მხრეს მოსთხოვეს ინფორმაცია, რა ხდებოდა. მათი პასუხი იყო, რომ არაფერი ხდებოდა და ეს სრულად რუტინული ოპერაციები იყო. ჩვენთვის ეს იყო საფრთხის შემცველი ვითარება, რის გამოც მოგვიწია საატსეს რეგიონში გამავალი გზის დროებით ჩაკეტვა,” – სამხრეთ პრეფექტურის სასაზღვრო დაცვის ბიუროს უფროსის, მელის საარეპუს ამ კომენტარსაც ესტონეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.
ფორუმი