ფინელი ევროპარლამენტარის თქმით, საკმარისი ხელმოწერები შეგროვდა პეტიციაზე, რომელიც ევროპულ საბჭოში უნგრეთის ხმის უფლების ჩამორთმევას შეეხება

ჩამოართმევენ თუ არა ვიქტორ ორბანს ხმის მიცემის უფლებას? – ფინელი ევროპარლამენტარი პეტრი სარვაამა, რომელიც ისტორიული პეტიციის ავტორია, აცხადებს, რომ მან შეაგროვა საკმარისი ხელმოწერები, რათა უნგრეთს ევროკავშირის საბჭოში ხმის უფლება ჩამოერთვას.

მისი თქმით, შესაბამის პეტიციას ხელი სხვადასხვა ქვეყნისა და პოლიტიკური ჯგუფის წარმომადგენელმა, 120-მა ევროდეპუტატმა, მოაწერა.
“ჩვენ ერთი ნაბიჯით მივუახლოვდით ორბანისთვის ხმის ჩამორთმევას,” – წერს ევროპარლამენტარი X-ზე.

ცნობისთვის, ფინელი ევროპარლამენტარის აღნიშნული პეტიცია მას შემდეგ გავრცელდა, რაც ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა, თანამდებობის ვადაზე ადრე დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. ის ევროპარლამენტის არჩევნებში მონაწილეობას გეგმავს, რაც იმას ნიშნავს, რომ ევროკავშირის ერთ-ერთი საკვანძო პოსტი, შესაძლოა, რამდენიმე თვით პუტინის მოკავშირე ორბანმა გადაიბაროს.
ასევე ნახეთ:
· ევროპულ საბჭოში უნგრეთისთვის ხმის უფლების ჩამოსართმევად ევროპარლამენტში პეტიცია შეადგინეს