გასულ 24 საათში, რუსმა ოკუპანტებმა ხერსონის ოლქი 71-ჯერ დაბომბეს | დაიღუპა 2 ადამიანი

ხერსონის ოლქის ხელმძღვანელი, ალექსანდრე პროკუდინი აცხადებს, რომ რუსებმა რეგიონი 71-ჯერ დაბომბეს. თავდასხმების შედეგად დაიღუპა 2 მშვიდობიანი მოქალაქე.
“გასული დღის განმავლობაში მტერმა 71 ჭურვი ისროლა, ნაღმმტყორცნებიდან, არტილერიიდან, MLRS-დან, ტანკებიდან, BpLA-დან, ხოლო ავიაციიდან 424 ჭურვი,” – აცხადებს პროკუდინი.
მისი თქმით, რუსი სამხედროების სამიზნე საცხოვრებელი კვარტალი და სასწავლო დაწესებულების ტერიტორია იყო.